4 სექტემბერს, დღისით რუსეთის დრონმა დაარტყა უკრაინის უშიშროების სამსახურის მთავარ ოფისს, რომელიც კიევის ცენტრში მდებარეობს. შენობაში ხანძარი გაჩნდა.
ინციდენტის ამსახველ ფოტოებზე ჩანს, რომ კვამლი ამოდის ხუთსართულიანი შენობის ორი ფანჯრიდან. კიევის მერი ვიტალი კლიჩკო იუწყება, რომ დრონი მოხვდა "არასაცხოვრებელ სახლს შევჩენკოს რაიონში". კლიჩკოს ინფორმაციით, დაშავდა შვიდი ადამიანი, მათგან ექვსი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
უკრაინის უშიშროების სამსახურის შტაბ-ბინაზე განხორციელებული დარტყმა დაადასტურა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. პრეზიდენტი დასძენს, რომ დრონი მიემართებოდა პირდაპირ უშიშროების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის, ოლექსანდრ პოკლადის კაბინეტისკენ. იმ მომენტში პოკლადი შენობაში არ იყო.
ზელენსკის თქმით, უკრაინა "ადეკვატურად, საგრძნობად და შესაძლებლობის გათვალისწინებით სარკისებურად უპასუხებს რუსებს ამ დარტყმაზე, როცა ყველაფერი მზად იქნება".