„არსებითი პროგრესი იქნა მიღწეული, მათ შორის
წინსვლა დამატებითი სამმხრივი მოლაპარაკებების დაგეგმვის კუთხით“, — დაწერა X-ზე აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივ უიტკოფმა.
უიტკოფი, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ბიზნესპარტნიორი და მოკავშირე, უქმეებზე რუსეთსა და უკრაინას ეწვია ტრამპის სიძე, მოლაპარაკებაში პარტნიორ ჯარედ კუშნერთან ერთად.
სამშაბათს ისინი კიევს პირველად ესტუმრნენ.
უკრაინის მაღალი რანგის ოფიციალურმა პირმა კვირას AFP-ს განუცხადა, რომ ორმა წარმომადგენელმა ომის დასასრულებლად ახალი და „უფრო ეფექტური“ წინადადებები ჩამოიტანა, თუმცა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გააფრთხილა საზოგადოება, რომ ბრძოლები, სავარაუდოდ, ზამთარშიც გაგრძელდება.
ზელენსკიმ ორშაბათს განაცხადა, რომ ის და მისი გუნდი „შემდეგ ნაბიჯებს“ გეგმავენ მას შემდეგ, რაც აშშ-ისა და ევროპის ოფიციალურ პირებთან მოლაპარაკებები გამართეს.
ორშაბათს კრემლს არ გამოურიცხავს შეერთებულ შტატებთან და უკრაინასთან სამმხრივი მოლაპარაკებების გამართვა, რომელთა მიზანიც კონფლიქტის დასრულებაა.
მოსკოვისა და კიევის მომლაპარაკებლები ბოლოს ჟენევაში, აშშ-ის მიერ ორგანიზებულ მოლაპარაკებებზე თებერვალში შეხვდნენ ერთმანეთს, თუმცა ტერიტორიულ საკითხებზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.
ვაშინგტონის მეთაურობით მიმდინარე დიპლომატიური ძალისხმევა ბოლო თვეებში შენელდა, რადგან ტრამპის ადმინისტრაციამ ყურადღება ირანთან ომზე გადაიტანა.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მონაცემებით, რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრას უკრაინაში, რომელიც 2022 წლის თებერვალში დაიწყო, სულ მცირე 15 000 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, თუმცა ორგანიზაცია აცხადებს, რომ რეალური ციფრი, სავარაუდოდ, მნიშვნელოვნად მაღალია.
უიტკოფი მოსკოვში და კიევში გამართულ შეხვედრებზე წინსვლაზე ლაპარაკობს
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამერიკელ სტუმრებს სტივ უიტკოფს და ჯარედ კუშნერს ხვდება კიევში. 6 სექტემერი, 2026 წელი
აშშ-ის წარმომადგენელი უკრაინაში ომის დასრულების მიზნით მოლაპარაკებაზე მიესალმა მოსკოვსა და კიევში გამართულ დისკუსიებს და აღნიშნა, რომ შესაძლოა დაიგეგმოს ახალი სამმხრივი სამშვიდობო მოლაპარაკება, რომლის მიზანი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში ყველაზე სისხლისმღვრელი კონფლიქტის დასრულებაა.