სერბეთის პრეზიდენტმა ვუჩიჩმა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების თარიღი გამოაცხადა

ალექსანდარ ვუჩიჩი. ბელგრადი, 8 აგვისტო, 2026.

სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდარ ვუჩიჩმა ქვეყნის ერთპალატიან პარლამენტში - ნაროდნა სკუპშტინაში - ვადამდელი არჩევნების თარიღი გამოაცხადა. არჩევნები 25 ოქტომბერს გაიმართება.

7 სექტემბერს სერბეთის მთავრობამ ვუჩიჩს პარლამენტის დათხოვნა და ახალი არჩევნების დანიშვნა სთხოვა. სერბეთის კონსტიტუციის თანახმად, წინასაარჩევნო კამპანიისთვის 45-დან 60 დღემდე უნდა გამოიყოს.

თვითონ ვუჩიჩი პრემიერ-მინისტრის პოსტზე იყრის კენჭს: იგი სათავეში ჩაუდგება მმართველი სერბეთის პროგრესული პარტიის (სპპ) სიას. ივნისის ბოლოს მან განაცხადა, რომ პრეზიდენტის პოსტის დატოვებას გეგმავს და არ დაელოდება 2027 წლის შუა პერიოდში უფლებამოსილების ვადის ამოწურვას. ბოსნიური წარმოშობის ავსტრიელი პოლიტოლოგი ვედრან ჯიჰიჩი 2026 წლის ივნისში Die Presse-სთან საუბრისას მიუთითებდა, რომ გადადგომის შესახებ ვუჩიჩის განცხადებები არის ფანდი პრემიერ-მინისტრის პოსტის დასაკავებლად.

ასევე ნახეთ

ზელენსკის ვიზიტი სერბეთში: რა სარგებელს მიიღებს ვუჩიჩი?

ვუჩიჩს პრეზიდენტის პოსტი უკვე 12 წლის განმავლობაში უკავია, 2027 წელს კი მისი მეორე საპრეზიდენტო ვადა უნდა ამოწურულიყო. კონსტიტუციის თანახმად, ერთსა და იმავე პირს საპრეზიდენტო სავარძლის დაკავება ორ ვადაზე მეტჯერ არ შეუძლია.

სერბეთი საპარლამენტო რესპუბლიკაა. მასში აღმასრულებელ ხელისუფლებას სრული სისავსით ფლობს მთავრობა პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით. თუმცა პრეზიდენტიც ფლობს რიგ უფლებამოსილებებს, განსაკუთრებით საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების სფეროში.

ასევე ნახეთ

გენერლის დაკრძალვა. მლადიჩთან გამომშვიდობების შესახებ