მოზარდის მკვლელობისთვის მოზარდი დააკავეს

მოზარდი ადგილზე გარდაიცვალა.

თბილისში, ლოტკინის დასახლებაში მკვლელობა მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მოზარდმა მოზარდი ცივი იარაღით დაჭრა.

მოზარდი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა - პოლიციამ დღეს, 10 სექტემბერს 17 წლის მოზარდი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავა. მას 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

„ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა არასრულწლოვანს და ადგილიდან მიიმალა“, - აცხადებენ შსს-ში.

მკვლელობის შესახებ სხვა დეტალები ცნობილი არ არის.