ზაპოროჟიეზე განხორციელებული თავდასხმების შედეგად დაიღუპნენ 64 წლის ქალი და 37 წლის კაცი, დაიჭრა 59 წლის ქალი - იუწყება ზაპოროჟიეს ოლქის თავდაცვის საბჭო. ინციდენტის ამსახველ ფოტოებზე ჩანს, რომ სახლი სრულად დანგრეულია, მეხანძრეები ნანგრევებში ცეცხლს აქრობენ.
ოდესაში რუსეთის დრონი მოხვდა 25-სართულიან საცხოვრებელ სახლს. დაიჭრა სულ მცირე 23 ადამიანი, მათ შორის ხუთი თვის ბავშვი - იუწყება ოდესის სამხედრო ადმინისტრაცია. შვიდი პირი, ბავშვის ჩათვლით, საავადმყოფოშია გადაყვანილი.
ასევე ნახეთ
"დიდი პრობლემა": რუსეთის რეაქტიული დრონები უკრაინას ურტყამენუკრაინის საჰაერო ძალების განცხადებით, რუსეთის არმიამ თავდასხმებისას გამოიყენა ბალისტიკური, ფრთიანი და მართული რაკეტები და 129 დრონი.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იუწყება, რომ ღამის განმავლობაში დარტყმები განხორციელდა სამხედრო სამიზნეებზე ზაპოროჟიეში, კრივოი როგსა და ოდესაში.