„ალბათ, არც არის გასაკვირი, თუ რამდენად დიდი იმედია მოსახლეობისთვის, განსაკუთრებით რეგიონებში, ისეთი გულისხმიერი და მაღალკვალიფიციური ექიმ-სპეციალისტის არსებობა, როგორიც ქალბატონი მაიაა“, - წერს გამყრელიძე 13 სექტემბერს გამოქვეყნებულ პოსტში.
მაია კოხტაშვილის დაკავება
- მაია კოხტაშვილი 11 სექტემბერს დააკავეს „ფინანსური პოლიციის“ თანამშრომლებმა დააკავეს ფსიქოტროპულ პრეპარატის რეცეპტის უკანონოდ გამოწერის ბრალდებით.
- ადგილობრივების ცნობით, ექიმთან მივიდა ადამიანი და ლოგინად ჩავარდნილი და ტკივილით გატანჯული ოჯახის წევრისთვის ფსიქოტროპული პრეპარატის გამოწერა სთხოვა; ექიმი შევიდა მის მდგომარეობაში და წამალი გამოუწერა.
- კახეთში მომუშავე ჟურნალისტი გელა მთივლიშვილის ცნობით, პირი, ვინც ექიმთან მივიდა, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის კახეთის სამმართველოს თანამშრომელია.
- ექიმს პაციენტები და მათი ოჯახები სოციალურ ქსელში ღია მხარდაჭერას უცხადებენ.
- 12 სექტემბერს მას თელავის სასამართლომ საპატიმრო გირაო შეუფარდა - 50 ათასი ლარი.
- ეს თანხა საზოგადოებამ ექიმს ერთ საათში მოუგროვა.
ასევე ნახეთ
ექიმი თავისუფალია - საპატიმრო გირაოს თანხა ხალხმა მას ერთ საათში შეუგროვა„ჩემი პირადი კავშირებითაც გადავამოწმე ინფორმაცია ახმეტაში და ვერ ვიპოვე ადამიანი, რომელიც ქალბატონი მაიას პიროვნებასა და პროფესიონალიზმს უარყოფითად აფასებდა“, - წერს ამირან გამყრელიძე, NCDC-ის ყოფილი ხელმძღვანელი.
„დავფიქრდეთ რეგულაციებზე“
„აუცილებელია, დავფიქრდეთ იმ რეგულაციებზეც, რომლებსაც მტკიცებულებებისა და სათანადო პროგნოზირების გარეშე ვიღებთ. ნაჩქარევად მიღებულმა და არასათანადოდ შეფასებულმა რეგულაციებმა შესაძლოა, საბოლოოდ, პაციენტებს უფრო მეტი ზიანი მოუტანოს და რთულ მდგომარეობაში ჩააყენოს სამედიცინო პერსონალი“, - წერს ამირან გამყრელიძე.
მისი თქმით, ექიმის უპირველესი მოვალეობა პაციენტის ჯანმრთელობაზე ზრუნვაა და მას არ უნდა უწევდეს შიშით ფიქრი იმაზე, რომ პაციენტის ტკივილისა და ტანჯვის შესამსუბუქებლად გადადგმულმა პროფესიულმა ნაბიჯმა შესაძლოა, სამართლებრივი ან სხვა სახის სანქცია გამოიწვიოს.
„ამიტომ მივმართავთ გადაწყვეტილების მიმღებებს: გთხოვთ, კიდევ ერთხელ გადახედოთ ნაჩქარევად მიღებულ რეგულაციებს და შეაფასოთ მათი შესაძლო შედეგები როგორც პაციენტებისთვის, ისე სამედიცინო პერსონალისთვის“, - აცხადებს იგი.
„ჯანდაცვის პოლიტიკა და რეგულირება უნდა ეფუძნებოდეს მტკიცებულებებს, პროფესიულ კონსულტაციებსა და შედეგების წინასწარ შეფასებას — და არა ემოციებს, პოლარიზაციასა და ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს“, - წერს NCDC-ის ყოფილი ხელმძღვანელი.
ასევე ნახეთ
ახმეტაში დაკავებულ ექიმს თელავის სასამართლომ საპატიმრო გირაო შეუფარდა - 50 ათასი ლარი2026 წლის 1 აპრილს ძალაში შესული ახალი რეგულაციებით:
- ექიმმა ფსიქოტროპულ მედიკამენტზე რეცეპტი [ზრდასრულებს] ყოველ 14 დღეში ერთხელ უნდა გამოუწეროს;
- პაციენტი ექიმთან რეცეპტისთვის თავად უნდა გამოცხადდეს ანდა ვინმეს მინდობილობა უნდა გაუფორმოს, რომ მის მაგივრად ჯერ რეცეპტი აიღოს, შემდეგ წამალი იყიდოს;
- ექიმთან თვეში ორჯერ მისთვის ვალდებულება პაციენტებს და მათ ოჯახებს დიდ ტვირთად დააწვათ. პაციენტები და ექიმები დღეს არსებულ პრობლემებს ჯერ კიდევ ახალი რეგულაციების ძალაში შესვლამდე პროგნოზირებდნენ. ასეთი ოჯახების ისტორიების შესახებ რადიო თავისუფლება აგვისტოში წერდა.