გია ვოლსკი „ინერციით“ თითის მიჭერით ხსნის გახარიას პარტიის კანონპროექტზე მხარდაჭერას

გია ვოლსკი.

მე-10 მოწვევის პარლამენტში დღეს, 15 სექტემბერს კენჭი უყარეს ოპოზიციური პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ინიციატივას, რომლის მიხედვითაც, უნდა გაუქმებულიყო ყველა ის ცვლილება, რომელმაც 2024 წლის შემდეგ დემონსტრაციის გამართვის წესი გაამკაცრა.

კენჭისყრის დაწყებამდე თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა კოლეგები გააფრთხილა, გაეთვალისწინებინათ, რომ კენჭისყრაზე შეკრება-მანიფესტაციებთან შესახებ ფრაქცია „საქართველოსთვის“ ინიციატივა განიხილებოდა. ამის მიუხედავად, მისმა 14-მა თანაგუნდელმა და „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებულმა ორმა დეპუტატმა „ხალხის ძალიდან“, მხარი მაინც დაუჭირეს კანონპროექტს.

რის გაუქმებას ითხოვდა ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პარტია?

  • საავტომობილო გზასა და ტროტუარზე პროტესტის დროს ადმინისტრაციული პატიმრობისა და განმეორების შემთხვევაში ერთწლიანი პატიმრობის გაუქმებას;
  • დემონსტრანტებს კვლავ ჰქონოდათ შესაძლებლობა ყველა იმ ნივთის მიტანის, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსით არ არის დასჯადი (ფერადი ბოლი, ლაზერი, პირბადე და ა.შ.);
  • გაუქმებულიყო აქციის ჩატარების შესახებ შინაგან საქმეთა საინისტროს ინფორმირების ვალდებულება.

ვინ დაუჭირა მხარი?

კანონპროექტს მხარი დაუჭირა „ქართული ოცნების“ 14-მა დეპუტატმა:

  1. ირაკლი კირცხალია;
  2. თორნიკე ბერეკაშვილი;
  3. ისკო დასენი;
  4. ზაალ დუგლაძე;
  5. ვახტანგ თურნავა;
  6. სამველ მანუკიანი;
  7. ანტონ ობოლაშვილი;
  8. ნიკოლოზ სამხარაძე;
  9. ალუდა ღუდუშაური;
  10. გოდერძი ჩანქსელიანი;
  11. ვასილ ჩიგოგიძე;
  12. თეა წულუკიანი;
  13. გივი ჭიჭინაძე;
  14. გიორგი ჭყონია.

„ხალხის ძალის“ ორმა დეპუტატმა:

  1. გურამ მაჭარაშვილი;
  2. ეკა სეფაშვილი.

რას ამბობენ „ქართულ ოცნება“?

მმართველ პარტიაში ტექნიკური ხარვეზით ახსნეს გახარიას პარტიის ინიცირებული კანონპროექტის მხარდაჭერა:

„ეტყობა, ინერციით რომ ვაჭერდით იმას [ღილაკს] , ეტყობა ინერციით დააჭირეს... [14 დეპუტატს შეიძლება აერია“, - თქვა გია ვოლსკიმ, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა.

„TV პირველის“ ჟურნალისტი ესაუბრა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს, ირაკლი კირცხალიასაც.

„პარტიამ, რომლის წინააღმდეგაც სარჩელი გვაქვს შეტანილი და რომლის გაუქმებასაც ველოდებით, უბრალოდ, არასერიოზულია ამ თემის აწევის...“

ჟურნალისტის დამაზუსტებელ კითხვას, კენჭისყრას არ ესწრებოდა და „ვინ მისცა ხმა მის ნაცვლად“, დეპუტატმა ასე უპასუხა: „მით უმეტეს ერთ-ერთი მტკიცებულებაა ტექნიკური ხარვეზის“.