„ამ სკოლას არ ჰყავს პატრონი“ - სოფელი სკოლის გარეშე
Your browser doesn’t support HTML5
მეხუთე წელია მოხისის სკოლა დაკეტილია. ექსპერტიზამ თქვა, რომ შენობა ავარიულია. მოსწავლეები და მასწავლებლები წლობით დაკეტილი თავიანთი სკოლის ეზოში შეიკრიბნენ. მიკროავტობუსებმა ისინი 13 კილომეტრის დაშორებით მეზობელი სოფლის, ფცის სკოლაში წაიყვანა.