მორიგი საჰაერო თავდასხმის საფრთხის გამო უკრაინის ტერიტორიის დიდ ნაწილში შუაღამის შემდეგ გამოცხადდა საჰაერო განგაში, რომლის დროსაც მოქალაქეები თავშესაფრებში უნდა გადავიდნენ. კიევის მთავარი თავშესაფარი მეტროა.
შედეგები
17 სექტემბრის დილის პირველადი მონაცემებით, კიევში დაშავებულია 12 მშვიდობიანი მოქალაქე. კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, დაჭრილებს შორის ორი ბავშვია. 12 დაშავებულიდან ცხრას ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა.
კლიჩკოს ცნობით, კიევის დნეპრის და სოლომიანსკის რაიონებში დაზიანებულია სახლები და საოფისე შენობა და დანგრეულია საწყობები. ქალაქის მარცხენა სანაპიროზე შეფერხებულია წყალმომარაგება.
განახლება: კიევის მერის ინფორმაციით, დედაქალაქში დაშავებულთა რიცხვი 16-მდე გაიზარდა.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ქალაქ ოდესაში დაშავდა ექვსი ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი. სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ოდესის ერთ-ერთ რაიონში ბინებია დანგრეული 19-სართულიანი სახლის სამ სართულზე.
ასევე ნახეთ
აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა რუსეთისა და ირანის სანქცირებაზე "ლინდსი გრემის აქტს"17 სექტემბერს დილით რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნდა ზოგადი ცნობა, რომ კიევში, ოდესასა და ზაპოროჟიეში რაკეტებით და დრონებით დაარტყეს მეტალურგიული და რადიოელექტრონული მრეწველობის და სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ობიექტებს, ენერგეტიკულ და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას და უკრაინის არმიის ინტერესებისთვის გამოყენებულ გემებს.
სამრეწველო ობიექტებზე სარაკეტო შეტევა და მათი ნაწილობრივ დანგრევა დაადასტურა ზაპოროჟიეს საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მიხაილო სემიკინმა. მის ტელეგრამ-არხზე 17 სექტემბერს დილით გამოქვეყნებულ ცნობაში კონკრეტული საწარმოები დასახელებული არ არის. სემიკინის ცნობით, დაშავებულია სამი ადამიანი.