ამასთან, მან თქვა, რომ ამ საკითხზე "საგარეო საქმეთა სამინისტრო აუცილებლად გააკეთებს განცხადებას".
"ჩვენ ამ ე.წ. არჩევნებს არ ვაღიარებთ და რა თქმა უნდა, გამოხმაურება იქნება საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან", - თქვა ირაკლი კობახიძემ ბათუმში გამართული ღონისძიების შემდეგ მედიასთან საუბარში.
ასევე ნახეთ
არანაირი არჩევნები არანაირ სამხრეთ ოსეთში არ არსებობს - პაპუაშვილი ოკუპირებულ ცხინვალში "პრეზიდენტის არჩევნებზე"ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები ოკუპირებულ ცხინვალში
საქართველოს ტერიტორიაზე, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში („სამხრეთ ოსეთში“), 18 სექტემბერს მიმდინარეობს ე.წ. რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები. თუმცა კენჭისყრას ფორმალური ხასიათი აქვს. დე ფაქტო პრეზიდენტის, ალან გაგლოევის შემცვლელად მოსკოვიდან საგანგებოდ მოვლენილ მარატ კამბოლოვს ცხინვალში ყველა ძირითადი პოლიტიკური ძალა უჭერს მხარს.
"არჩევნები" უკანონოდ არის გამოცხადებული საქართველოს ხელისუფლებისა და საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ.
ასევე ნახეთ
ოკუპირებულ ცხინვალში „პრეზიდენტს“ ირჩევენე.წ. არჩევნებში მონაწილეობენ:
- მარატ კამბოლოვი - ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, წარდგენილია ორი ყოფილი დე ფაქტო პრეზიდენტის, ალან გაგლოევისა და ანატოლი ბიბილოვის პარტიების („ნიხასი“ და „ერთიანი ოსეთი“), ასევე „კომუნისტური პარტიის“ მიერ;
- მურატ ვალიევი - „სახელმწიფო დაცვის“ მოქმედი თანამშრომელი, წარდგენილია პარტია „ალანიის პატრიოტების“ მიერ;
- ზურაბ კოკოევი - ცხინვალის ყოფილი დე ფაქტო მერი, წარდგენილია პარტია „ერთიანობის“ მიერ, რომელსაც 23 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობს;
- ყაზბეკ კოდოევი - დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ე.წ. უშიშროების სამსახურის თანამშრომელი, წარდგენილია საინიციატივო ჯგუფის მიერ.
პარალელურად, ე.წ. სამხრეთ ოსეთში 18-20 სექტემბერს რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს არჩევნები მიმდინარეობს - გაიხსნა 11 საარჩევნო უბანი. ოკუპირებულ აფხაზეთში კი დუმის დეპუტატების არჩევნები 20 სექტემბერს 50 საარჩევნო უბანზე ჩატარდება. ორივე რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის ძირითად ნაწილს რუსეთის მოქალაქეობა აქვს.
განახლება: 18 სექტემბერს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ უწყება "გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში 2026 წლის 18 სექტემბერს ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს".
ამავე განცხადებაში, საგარეო საქმეთა სამისტრო გამოეხმაურა და "კატეგორიულად დაგმო" რუსეთის ფედერაციის გადაწყვეტილება, 2026 წლის 18-20 სექტემბერს ოკუპირებულ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სათათბიროს არჩევნების ჩატარების შესახებ.
ამასთან უწყება მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, "სათანადოდ შეაფასოს და მკაცრად დაგმოს რუსეთის ფედერაციის აღნიშნული უკანონო ქმედებები და უზრუნველყოს შესაბამისი საერთაშორისო-სამართლებრივი და პოლიტიკური რეაგირება".
ასევე ნახეთ
„ვგმობთ“ და „კატეგორიულად ვგმობთ“ - საგარეო ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. პრეზიდენტის, ცხინვალსა და სოხუმში კი რუსეთის დუმის არჩევნებზეოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 2027 წელს უნდა ჩატარებულიყო, თუმცა ვადაზე ადრე დანიშნეს, მას შემდეგ, რაც 2026 წლის ივნისში „პრეზიდენტის" პოსტიდან გადადგა ალან გაგლოევი და მუშაობა პუტინის ადმინისტრაციაში გააგრძელა.
რუსეთმა ცხინვალის რეგიონი ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ რესპუბლიკად აღიარა საქართველოს წინააღმდეგ 2008 წლის აგვისტოში დაწყებული ომის შემდეგ. ამ ე.წ. დამოუკიდებელ რესპუბლიკას, საიდანაც 30 ათასამდე ადამიანია დევნილი და ბევრი სოფელი განადგურებულია, მთლიანად რუსეთი მართავს და აკონტროლებს.