ტრამპი მოელის, რომ იემენელი ჰუთები აშშ-ის ხომალდებს არ დაარტყამენ

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კვირას განაცხადა, რომ იემენელი ჰუთები დათანხმდნენ, არ დაესხან თავს შეერთებულ შტატებს, მიუხედავად იმისა, რომ ეს დაჯგუფება, რომელსაც ირანი უჭერს მხარს, ამწვავებს ომს აშშ-ის მოკავშირე საუდის არაბეთის წინააღმდეგ, იუწყება Fox News-ი.

ტელეკომპანიის რეპორტიორმა ტრეი ინგსტმა, რომელიც ხშირად ესაუბრება ტრამპს, პრეზიდენტის სიტყვები მოიყვანა, რომელმაც თქვა, რომ ვაშინგტონი „მუდმივ კომუნიკაციაშია ჰუთებთან და ისინი დათანხმდნენ, არ ეომონ შეერთებულ შტატებს“.

ტრამპს ადრეც გაუკეთებია განცხადება, რომ ჰუთები თავს იკავებენ რეგიონში ამერიკულ ძალებზე თავდასხმებისგან.

„ჰუთებმა მოგმართეს და მათ არ სურთ ჩვენთან ბრძოლა, – განაცხადა ტრამპმა 12 სექტემბერს ირლანდიაში ვიზიტისას, – მათ არ სურთ, რომ მათ წინააღმდეგ ვიმოქმედოთ.

თუმცა Fox News-თან გაკეთებული ბოლო კომენტარები იმ ფონზე გავრცელდა, როდესაც აშშ-ის ახლო მოკავშირე საუდის არაბეთი მზარდი ზეწოლის ქვეშაა, განსაკუთრებით შაბათს დედაქალაქ ერ-რიადის მიმართულებით განხორციელებული სარაკეტო დარტყმის შემდეგ.

ასევე ნახეთ

იემენელი ჰუთები ბაბ-ელ-მანდების სრუტეს უახლოვდებიან - სავაჭრო ნაოსნობას ახალი საფრთხე ემუქრება

ჰუთებმა ასევე წამოიწყეს სწრაფი შეტევა იემენის შიგნით, საერთაშორისოდ აღიარებული მთავრობისგან ხელთ იგდეს ტერიტორიის დიდი ნაწილი. იემენის მთავრობას მხარს საუდის არაბეთი უჭერს.

Fox News-ის ცნობით, ტრამპი ირანთან დაკავშირებით „გადაწყვეტილების მიღების რეჟიმშია“, სადაც აშშ-ისა და ისრაელის ძალებმა 28 თებერვალს მასშტაბური საჰაერო დაბომბვების კამპანია წამოიწყეს, რაც შემდგომ თითქმის შვიდთვიან დაპირისპირებაში გადაიზარდა.

ინგსტის განცხადებით, ტრამპმა მას უთხრა, რომ „არც თუ ისე შორეულ მომავალში დიდი ამბები მოხდება“ და რომ „ირანელები უკეთესია ჭკუით მოიქცნენ, თავად კი იღებს გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, ააფეთქოს თუ არა მათი ქვეყანა“.

ასევე ნახეთ

აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს უფროსი ეგვიპტის პრეზიდენტ სისის შეხვდა კაიროში