ტრამპი რუსეთის მოკავშირე ბელარუსისგან სასუქის შესასყიდად „მასშტაბური“ გარიგების იდეით გამოდის

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს მიმართა ჩრდილეთ კაროლინაში. 16 სექტემბერი, 2026 წელი (საილუსტრაციო ფოტო)

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ორშაბათს განაცხადა, რომ შეერთებული შტატები მუშაობს „მასშტაბურ“ შეთანხმებაზე ბელარუსისგან სასუქის შესასყიდად.

ვაშინგტონი დიალოგს აგრძელებს რუსეთის მოკავშირე ბელარუსთან მიუხედავად მინსკის რეპრესიებისა და უკრაინაში წარმოებული ომის მხარდაჭერისა.

ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ბელარუსიდან კალიუმის სასუქის ღირებულება იქნება „არსებითად ნაკლები, ვიდრე ამჟამად ვუხდით კანადას“, აშშ-ის მოკავშირეს, რომლის წინააღმდეგაც მან სავაჭრო ომი გააჩაღა.

აშშ-მა მინსკსა და მის ავტორიტარულ მმართველ ალიაქსანდრ ლუკაშენკას სანქციები შეუმსუბუქა პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების სანაცვლოდ. ეს მკვეთრად ეწინააღმდეგება ბრიუსელის ქმედებებს: ევროკავშირის ოფიციალური პირები აძლიერებენ შემზღუდავ ზომებს პუტინის ურყევი მოკავშირის, ლუკაშენკას მიმართ.

2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს, რომელშიც ლუკაშენკამ თავი გამარჯვებულად გამოაცხადა, ოპოზიციურმა ჯგუფებმა ყალბი უწოდეს. ამას მოჰყვა კვირების განმავლობაში მიმდინარე მასშტაბური საპროტესტო აქციები. ლუკაშენკას უსაფრთხოების ძალებმა აქციებს სასტიკი რეპრესიებით უპასუხეს, დააკავეს 30 ათასზე მეტი ადამიანი, რომელთაგან ბევრი აცხადებდა პატიმრობაში წამებისა და არასათანადო მოპყრობის შესახებ.

ასევე ნახეთ

უგზო-უკვლოდ გაუჩინარება: გაერომ ბელარუსის ციხეები ადამიანების გატაცებას გაუთანაბრა