დოკუმენტს - „1951 წლის 27 აპრილის შეთანხმების შესწორებისა და დამატების შესახებ გრენლანდიის თავდაცვაზე აშშ-ს მთავრობასა და დანიის სამეფოს შორის ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების შესაბამისად“ - ხელი მოეწერა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლის დასრულებისთანავე.
შეთანხმების ხელმოწერაზე გადაწყვეტილების შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა გაეროს ტრიბუნიდანაც განაცხადა.
დოკუმენტს ხელი მოაწერეს: აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, დანიის პრემიერმინისტრმა მეტე ფრედერიკსენმა და გრენლანდიის პრემიერმინისტრმა იენს-ფრედერიკ ნილსენმა.
შეთანხმების მიხედვით:
- აშშ-ს პიტუფიკის კოსმოსური ბაზის მოდერნიზაციისა და იქ მოქმედებების გაფართოების ნება უნდა მიეცეს;
- აშშ-ს ნება უნდა მიეცეს დააფუძნოს დამატებითი „თავდაცვითი სივრცე“ ნარსარსუაკსა და მესტერსვიგში;
- დანიის სამეფო გრენლანდიასთან ერთად განიხილავს მოთხოვნებს გრენლანდიაში, „თავდაცვის სივრცეებს“ მიღმა არეალებში უპილოტო სამხედრო კომპლექსების განთავსებაზე, სამთავრობო ნებართვის დაჩქარებული პროცედურებით.
აშშ-ის მიერ გრენლანდიის დანარჩენ ტერიტორიაზე წვდომის შესახებ შეთანხმებაში ჩაიწერა:
- „თავდაცვითი სივრცეების“ ეფექტიანი ოპერირების უზრუნველსაყოფად, აშშ-მა უნდა ისარგებლოს მისი გემებისა და თვითმფრინავების, მისი შეიარაღებული ძალებისა და სატრანსპორტო საშუალებების თავისუფალი დაშვებით გრენლანდიის ტერიტორიაზე და „თავდაცვის სივრცეებს“ შორის მარშრუტებზე გადაადგილების თავისუფლებით, ტერიტორიული წყლების, ხმელეთის, ცისა და ზღვის ჩათვლით. ეს შესაძლოა ეხებოდეს უპილოტო სამხედრო კომპლექსები, რაც მხარეებს შორის შეთანხმების საგანია.
- აშშ-ის თვითმფრინავს შეუძლია გადაუფრინოს გრენლანდიის ტერიტორიას, ან დაეშვას იქ, მათ შორის ტერიტორიულ წყლებში და აშშ-ის გემებს შეეძლება შეუზღუდავად გადაადგილება წყალქვეშ და ტერიტორიულ წყლებში, თუკი არ არსებობს სხვაგვარი შეთანხმება მხარეებს შორის.
- შეთანხმების ეს ნაწილი უნდა განხორციელდეს იმგვარად, რომ მაქსიმალურად შეესაბამებოდეს გრენლანდიის საზოგადოებისა და გრენლანდიის ცხოვრების წესს, მონადირეობას, მეთევზეობასა და სხვა ტრადიციულ, კულტურულ, ისტორიულ და სხვა აქტივობებს.
ასევე ნახეთ
ლავროვი არქტიკაზე: მტრულ მოქმედებებზე არის და იქნება ადეკვატური პასუხები, მათ შორის - ასიმეტრიულიმხარეები ითანამშრომლებენ გრენლანდიაში ჯაშუშობის წინააღმდეგ. ამისთვის დანიის სამეფოს შესაბამის უწყებებს აშშ-ის შესაბამის უწყებებთან და სხვა პარტნიორებთან ექნებათ მჭიდრო კონტაქტი.
- ნატოს არც ერთ არაწევრ სახელმწიფოს არ უნდა მიეცეს უფლება გრენლანდიაში განათავსოს თავისი პილოტირებული ან უპილოტო სამხედრო კომპლექსები და არც სამხედრო ძალების მუდმივად ყოლის უფლება ექნებათ, თუ ეს სხვაგვარად არ იქნება შეთანხმებული მხარეებთან.
- გრენლანდიაზე ზეგავლენისა და კონტროლის გასაძლიერებლად მოწინააღმდეგეების მზარდი ძალისხმევის გათვალისწინებით, მხარეები თანხმდებიან, რომ სახელმწიფოებს ან ინვესტორებს ნატოს არაწევრი, ნატოს არაპარტნიორი ან ევროკავშირის არაწევრი ქვეყნიდან არ მიეცემათ უსაფრთხოების მხრივ სენსიტიურ არასაჯარო ინფორმაციაზე წვდომის, მისი კონტროლის ან მასზე მნიშვნელოვანი ზეგავლენის უფლება.
22 სექტემბერს ხელმოწერილი შეთანხმებას უვადოა და მასში ცვლილებების შეტანა შესაძლებელია ორმხრივი თანხმობით.
გათვალისწინებულია ისიც, რომ დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად გრენლანდიის მიერ თვითგამორკვევის უფლების გამოყენების შემთხვევაში, დანიის სამეფომ და გრენლანდიის მთავრობამ ერთად უნდა უზრუნველყონ, რომ გრენლანდიის დამოუკიდებელი სახელმწიფო დარჩეს ნატოს შემადგენლობაში, მათ შორის, თუ აუცილებელი იქნება, გააკეთოს წევრობაზე განაცხადი და დამოუკიდებლობის გამოცხადების დღიდან გაიზიაროს ყველა ის უფლება და ვალდებულება, რომლებიც ამ შეთანხმებით განსაზღვრული აქვს დანიის სამეფოს.
ეს შეთანხმება ძალაში შევა იმ დღეს, როცა აშშ-ს გაეგზავნება დიპლომატიური ნოტა დანიის სამეფოს (გრენლანდიასთან ერთად) მიერ ყველა აუცილებელი საპარლამენტო პროცედურის დასრულების შესახებ.
ასევე ნახეთ
აშშ და დანია შეთანხმდნენ გრენლანდიის საკითხზეშეთანხმება შედგენილია სამ ენაზე - ინგლისურად, დანიურად და გრენლანდიურად. ბუნდოვანების ან ვერსიებს შორის გაუგებრობის შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ინგლისურ ვერსიას.
გრენლანდიის საკითხზე შეთანხმების მიღწევის შესახებ აშშ-ის, დანიისა და მისი ავტონომიური ნაწილის, გრენლანდიის ხელისუფლებებმა 18 სექტემბერს გამოაცხადეს.
ტრამპი გრენლანდიის კონტროლის მნიშვნელობაზე ლაპარაკობდა ჯერ კიდევ პრეზიდენტობის პირველ ვადაში და განიხილავდა ახსენებდა ამ ტერიტორიის შესყიდვის შესაძლებლობას. მეორე ვადით არჩევის შემდეგ ტრამპმა რამდენჯერმე ოფიციალურად გამოაცხადა, რომ აშშ დაინტერესებულია გრენლანდიით. ის აღნიშნავდა, რომ მნიშვნელოვანი იყო საკუთრივ კონტროლის ფაქტი და არა ფორმა და არ გამორიცხავდა კუნძულის აშშ-სთან მიერთების შესაძლებლობას. 2025 წელს, ნატოს სამიტის შემდეგ გავრცელდა ცნობა, რომ ტრამპმა და ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რიუტემ მიაღწიეს შეთანხმებას იმაზე, თუ რა ფორმით შეძლებს აშშ კუნძულზე თავისი წარმომადგენლობის გაძლიერებას.