მოკლედ
- ქართული ოცნების ლიდერებმა დაიწყეს ლაპარაკი, რომ ევროკავშირში გაწევრიანებას საქართველოსთვის ფასი არ აქვს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის გარეშე.
- "თუ მოსახლეობაში დავთესავთ განცდას, რომ დასავლურ სტრუქტურებში გაწევრება მხოლოდ ტერიტორიული დათმობითაა შესაძლებელი, ბუნებრივია, დასავლური განვითარების გზის მომხრეთა რიცხვი შემცირდება". - ამბობს ექსპერტი.
- ISW-ის შეფასებით, რუსეთი საქართველოში გავლენისთვის იყენებს ოკუპირებული ტერიტორიების და დასავლური ინტეგრაციის თემას.
- ევროპარლამენტის დასკვნით მოსკოვის ერთ-ერთი მიზანი "ევროკავშირის დისკრედიტაცია და ევროინტეგრაციის ღირებულების აღქმის დაკნინებაა“.
„კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ყველა პროპაგანდის გასაგონად, ქვეყნის შიგნით და ამ პროპაგანდის დამკვეთის გასაგონად ქვეყნის გარეთ - არანაირ ევროკავშირის წევრობა საქართველოსთვის, არანაირ ფასეულობას არ წარმოადგენს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გარეშე“, -უთხრა პარლამენტის სპიკერმა, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს 21 სექტემბერს.
ვინ ასახელებს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პირობად საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დათმობას? მოკლე პასუხია - არავინ.
რუსეთის საინფორმაციო ჩარევა
15 სექტემბერს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია "„ევროპის “ევროპის დემოკრატიის ფარი“ არის ევროკავშირის სტრატეგიული ჩარჩო საინფორმაციო მანიპულაციისგან, დეზინფორმაციისა და გარე ჩარევებისგან საზოგადოებების დასაცავად.“ საგანგებო კომიტეტის მიგნებებსა და რეკომენდაციებზე", რომელიც უპირატესად ეხება რუსეთიდან, აგრეთვე ირანიდან და ჩინეთიდან მომდინარე "უცხოური საინფორმაციო მანიპულაციისა და ჩარევის" (FIMI) საფრთხეს. დოკუმენტი არა მხოლოდ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, არამედ კანდიდატ, პოტენციურ კანდიდატ, აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ევროპული სამეზობლოს ქვეყნებსაც ეხება და იქ წერია, რომ ეს ქვეყნები, "კერძოდ - დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები, მოლდოვა, უკრაინა, სომხეთი და საქართველო არიან რუსეთის „უცხოური საინფორმაციო მანიპულაციისა და ჩარევის“ (FIMI) მკაფიო ფოკუსში, რისი ერთ-ერთი მიზანიც არის ევროკავშირის დისკრედიტაცია და ევროინტეგრაციის ღირებულების აღქმის დაკნინება“.
ასევე ნახეთ
ქართველი ახალგაზრდები რუსულ ფორუმზე - „ეს რბილი ძალა კი არა, გემრიელი ძალაა“საქართველო 15 სექტემბერს მიღებულ ვრცელ რეზოლუციაში ორჯერ არის ნახსენები და ორივეჯერ ეს უკავშირდება FIMI-ს ერთ-ერთ გამოკვეთილ სამიზნედ ყოფნას. ევროპარლამენტი აცხადებს, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის ომმა და ჩინეთის მიმწოლმა გეოპოლიტიკურმა პოზიციამ გააძლიერა დეზინფორმაციის, ეკონომიკური იძულებისა და სტრატეგიული ზეწოლის გამოყენება არა მხოლოდ ევროკავშირის, არამედ ისეთი მოწყვლადი რეგიონების მიმართ, როგორებიცაა დასავლეთ ბალკანეთი, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები და „გლობალური სამხრეთი“.
ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკომისიასა და ევროკავშირის დიპლომატიურ სამსახურს - EEAS-ს (ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახური) გააღრმაოს თანამშრომლობა რუსეთის სამიზნე ქვეყნებში საინფორმაციო მედეგობის, კიბერუსაფრთხოებისა და ჰიბრიდულ საფრთხეებთან გამკლავების გასაძლიერებლად;
რამდენს ხარჯავს რუსეთი საქართველოს და სხვა ქვეყნების წინააღმდეგ?
რეზოლუციის ტექსტის ავტორები აღნიშნავენ, რომ, სხვადასხვა წყაროს თანახმად, დეზინფორმაციისა და პროპაგანდის გასავრცელებლად რუსეთის წლიური ბიუჯეტი რამდენიმე მილიარდ ევროს უტოლდება, რასაც არ ხვდება ადეკვატური დაფინანსება ან ეფექტიანი სტრატეგია ევროკავშირის მხრიდან:
„ევროპაში მიმდინარე არჩევნები და პოლიტიკური მოვლენები არის რუსეთის მიერ წარმოებული უწყვეტი, მიზანმიმართული და დახვეწილი სრულმასშტაბიანი შეტევითი ჰიბრიდული ომის დემონსტრაცია, რომლის მიზანია ევროპის პოლიტიკური სისტემებისა და ინსტიტუტების მიმართ ნდობის შერყევა, ფაქტებსა და ყალბ ინფორმაციას შორის მუდმივი დაბნეულობის შექმნა“, რაც საჭიროებს „თავდაცვითი სტრატეგიიდან შეტევითზე გადასვლას“.
ევროპარლამენტს მიაჩნია, რომ კანდიდატ ქვეყნებში არსებული კორუფცია, დამოუკიდებელი მედიის ნაკლებობა, ადამიანის უფლებების დაუცველობა და დემოკრატიული პროცესების სისუსტეები აკნინებს მოქალაქეების რწმენას ეროვნული და ევროკავშირის ინსტიტუტების მიმართ, რითაც იქმნება ევროკავშირის საწინააღმდეგო ნარატივები, რომლებიც შესაძლოა გამოყენებული იყოს მესამე ქვეყნებისა და FIMI-ს აქტორების მიერ.
რუსეთი კრემლის მიერ გაწვრთნილი ჟურნალისტების მსოფლიო ქსელს ქმნის
2026 წლის აგვისტოში „ომის შემსწავლელმა ინსტიტუტმა“ (ISW) გამოაქვეყნა ანგარიში - „გრძელვადიანი ზეგავლენის უზრუნველსაყოფად კრემლი ქმნის ხელოვნური ინტელექტის დახმარებით გაწვრთნილ მედიის მუშაკთა გლობალურ ჯგუფს“, რომელშიც წერია, რომ დატრენინგებულ ჟურნალისტებს რუსეთი მის მიერ წარმოებული „კოგნიტური ომის" ძალისხმევის ნაწილად განიხილავს და აფართოებს სახელმწიფოს მიერ ორგანიზებულ ჟურნალისტთა ტრენინგებს, ქმნის მედიაში დასაქმების გლობალურ არხს და ტრენინგებს საგანგებოდ ახალგაზრდა მედიაპროფესიონალებისკენ მიმართავს. კრემლის მიერ მართული მედია სულ უფრო ხშირად იყენებს ხელოვნური ინტელექტის მედიატრენინგის სასწავლო პროგრამებს, რაც სავარაუდოდ, მიზნად ისახავს კრემლის ნარატივებთან შესაბამისი კონტენტის შექმნის მასშტაბის გაზრდას.
ISW-ს მკვლევრები, წერენ, რომ "რუსეთის სახელმწიფო მედიატრენინგები ყოფილ საბჭოთა სახელმწიფოებში ხელს უწყობს კრემლის მიზნის განხორციელებას - ამ ქვეყნებზე კონტროლის აღდგენას. რუსეთის სახელმწიფო მედიატრენინგი არის აგრეთვე უკრაინისა და საქართველოს ოკუპაციის სახელმძღვანელოს ნაწილი.
რუსეთის მიერ გაწვრთნილი ჟურნალისტების საერთაშორისო რეზერვი გადამწყვეტ როლს ასრულებს კრემლის კოგნიტური ომის ინფრასტრუქტურის მდგრადობაში, რადგან ის მოქმედებს რუსეთის სახელმწიფო სტრუქტურებს მიღმა, რაც საშუალებას აძლევს იმ შეზღუდვების პირობებშიც კი შეინარჩუნოს ზეგავლენები, რომლებსაც რუსეთის მედია აწყდება".
ასევე ნახეთ
რუსული სანქცირებული Wildberries-ის ქართული რეკლამა - ინფლუენსერები, ტელეწამყვანები და ბილბორდები ქალაქშიISW წერს, რომ 2023 წლიდან დაწყებული სასწავლო პროგრამები „ომის შემსწავლელი ინსტიტუტი“ (ISW) წერს: „როგორც ჩანს, კრემლის მიზანია ყოფილ საბჭოთა სახელმწიფოებში შექმნას რუსეთის მიერ გაწვრთნილი ჟურნალისტების საკადრო ქსელი, კრემლის ძალისხმევის ხელშემწყობი ნარატივების გავრცელებისთვის - ამ ქვეყნებში საზოგადოებრივ აზრსა და პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებაზე ზეგავლენის მოსახდენად“. „კრემლის სტრატეგიული მიზნის მისაღწევად - ამ ქვეყნებზე კონტროლის აღსადგენად“.
- 2025 წლის სექტემბერში მოსკოვში, საინფორმაციო სააგენტო „სპუტნიკის“ სასწავლო პროექტ SputnikPro-ს ფარგლებში გამართულ მრავალდღიან ტრენინგებში იყვნენ მონაწილეები სომხეთიდან, ბელარუსიდან, ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან და რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთიდან (საქართველო).
- 2025 და 2026 წლებში ბელარუსსა და ტაჯიკეთში ჩატარებული SputnikPro-ს სემინარები ხელოვნური ინტელექტის კონტენტის შექმნას ეხებოდა; 2026 წლის აპრილში საქართველოში და 2023 წლის აპრილში აზერბაიჯანში კი - აუდიტორიის შენარჩუნებას; სემინარების ჩამონათვალში გვხვდება 2025 წლის თებერვალში საქართველოში ჩატარებული სწავლება ბიზნესჟურნალისტიკაში.
ISW-ს აგვისტოს კვლევაში წერია, რომ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე კრემლი ჟურნალისტურ სემინარებს ატარებდა სრულმასშტაბიანი ომის დაწყებამდეც, მაგალითად 2021 წლის მარტში ოკუპირებული დონეცკის ოლქიდან ჟურნალისტები წაიყვანეს RT-ს (ყოფილი Russia Today) სტაჟირებაზე. 2024 წელს კი საოკუპაციო ხელისუფლებამ სკოლის მაღალი კლასის მოსწავლეებისა და უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის მედიატრენინგების ცენტრები გახსნა მარიუპოლსა და ქალაქ დონეცკში. „რია ნოვოსტი“ კი რუსეთის მიერ ოკუპირებულ სიმფეროპოლში (ყირიმი, უკრაინა) ამუშავებს მულტიმედია ცენტრს, სადაც ატარებს SputnikPro-ს სემინარებს, მათ შორის უკრაინაში რუსეთის შეჭრაზე ხელოვნური ინტელექტის კონტენტის შესაქმნელად. RT-ს სკოლამ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე - სოხუმსა და გაგრაში ჩაატარა სემინარები ხელოვნური ინტელექტით მხარდაჭერილ მედიასაქმიანობაზე.
ასევე ნახეთ
კადრების სამჭედლო. როგორ თანამშრომლობენ ირანი და რუსეთი ორმაგი დანიშნულების ტექნოლოგიების სფეროშიISW-ს ანგარიშში მოხვდა ინფორმაცია SputnikPro-ს მიერ 2026 წლის ივნისში ოკუპირებულ ცხინვალში ჩატარებულ სემინარებზე, რომლებიც შეეხებოდა ტელეგრამსა და კრემლის მიერ კონტროლირებულ აპლიკაცია „მაქსში“ (MAX) არხების განვითარებას. 2023 წლის დეკემბერში ჟურნალისტებმა და ბლოგერებმა მოლდოვის სეპარატისტულ რეგიონ დნესტრისპირეთიდან მონაწილეობა მიიღეს „როსსოტრუდნიჩესტვოს“ მედიასკოლაში, რომელიც მოსკოვში გაიმართა.
ISW ასკვნის, რომ „საჭიროა, აშშ-მა და მისმა პარტნიორებმა თვალი ადევნონ და ხელი შეუშალონ რუსეთის მიერ მედიაკონგლომერატის გაფართოების მცდელობებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, იხილავენ რუსეთის მიერ მთელ მსოფლიოში ყალბი ნარატივების გავრცელებისა და აღქმების, გადაწყვეტილებების მიღებისა და მოქმედებების ფორმირების სულ უფრო მზარდ შესაძლებლობებს.
ასევე ნახეთ
მოგიწოდებთ, თავი შეიკავოთ - სახელმწიფო უწყებები ჟურნალისტებსსაქართველოს ველი კრემლის FIMI-სთვის - "რუსეთს მხოლოდ ცეცხლის კორექტირება სჭირდება"
„მტრული დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის ყველაზე ქმედითი ბერკეტები სახელმწიფოს აქვს, სტრატეგიულ კომუნიკაციაზე პასუხისმგებელი ინსტიტუტების სახით." - ეუბნება რადიო თავისუფლებას უსაფრთხოების სპეციალისტი ანდრო გოცირიძე.
ამავე დროს, ექსპერტების დაკვირვებით, ბოლო წლებში ანტიდასავლური ნარატივების გამავრცელებელ მთავარ აქტორად საქართველოში მმართველი ძალა იქცა. გოცირიძე ამბობს, რომ "საქართველოში მართლაც სპეციფიკური ვითარებაა: მმართველი პარტიის მიერ მონოპოლიზებული სახელმწიფო ინსტიტუტები აღარ ებრძვიან რუსულ ნარატივს და პირიქით, იყენებენ კიდევაც მას, რადგან რუსული პოლიტიკური გარემო ხელისუფლებაში ხანგრძლივი ვადით ყოფნას უზრუნველყოფს",
„ქართული ოცნების“ წარმომადგენელთა შესამჩნევ გააქტიურებას ანალიტიკოსები უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყების დროს უკავშირებენ.
ანდრო გოცირიძე, უსაფრთხოების სპეციალისტი
ანდრო გოცირიძე განმარტავს - რა არის რუსეთის საინფორმაციო ომის მიზანი და სპეციფიკა საქართველოს კონტექსტში:
„რუსეთი იყენებს საბჭოთა რეფლექსური კონტროლის, აქტიური ღონისძიებების თანამედროვე ვერსიას, ე.წ. გოცირიძის განმარტებით "თანამედროვე კოგნიტური გავლენის ოპერაციები, დეზინფორმაციისგან განსხვავებით, ადამიანს იმას კი არ ასწავლის, “რა იფიქროს”, არამედ იმას, “როგორ იფიქროს”, იყენებს რა ამისთვის საზოგადოებაში უკვე არსებულ შიშს, პოლარიზაციას, უნდობლობას, ტრავმას და სხვა მოწყვლადობებს. შესაბამისად, ასეთ დროს მხოლოდ ფაქტ-ჩეკინგი საკმარისი არ არის და საჭიროა ამ მოწყვლადობების აღმოფხვრა, რაც სახელმწიფოს აქტიურობის გარეშე წარმოუდგენელია".რომელიც საზოგადოებაზე ზემოქმედების განსაკუთრებული ინსტრუმენტებით ახდენს რუსეთისთვის მომგებიანი გარემოს ჩამოყალიბებას.
ნეიტრალიტეტი, ნატო/ევროკავშირის წევრობის სანაცვლოდ ოკუპირებული ტერიტორიების დათმობის არარსებული ცრუ დილემა, ომის ტრავმით მანიპულაცია და შიშის ფონზე დასავლური ინტეგრაციის დამუხრუჭება, რელიგიური ერთობის ცრუ თეორია, პროდასავლური პოლიტიკის ნაციზმთან გაიგივება, მიკრობიზნესის რუსულ ნაკადებზე ეკონომიკური დამოკიდებულების ზრდა - ეს ის ძირითადი თემებია, რომელსაც რუსეთი სხვადასხვა ინსტრუმენტის, მათ შორის ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით ცდილობს საქართველოში დასავლური დემოკრატიის განვითარების მოსპობას, რაც, ავტომატურად რუსულ ორბიტაზე დაბრუნებას ნიშნავს“.
უსაფრთხოების სპეციალისტი ჩამოთვლის რა ბერკეტებს იყენებს გარე აქტორი, საქართველოს შემთხვევაში - რუსეთი, მიზნების მისაღწევად და ერთ-ერთ უმთავრესს - ეკონომიკურ ბერკეტს აღწერს:
„კოგნიტური ომის” თავისებურება ის გახლავთ, რომ ოპერატორი დაინტერესების ქვეყანაში ქმნის იმგვარ გარემოს, სადაც ნებისმიერი გადაწყვეტილება მისთვის სასარგებლო კონტექსტში მიიღება. მაგალითად, თუ მცირე ბიზნესის შემოსავლების ზრდა პირდაპირ იქნება მიბმული რუსულ ტურიზმზე, ამომრჩეველი რუსეთთან დაახლოებას აირჩევს, ხოლო თუ მოსახლეობაში დავთესავთ განცდას, რომ დასავლურ სტრუქტურებში გაწევრება მხოლოდ ტერიტორიული დათმობითაა შესაძლებელი, ბუნებრივია, დასავლური განვითარების გზის მომხრეთა რიცხვი შემცირდება. ეს და უამრავი სხვა პოსტულატი ყოველდღიურად ვრცელდება სხვადასხვა არხით, ხშირად კი ამას სახელმწიფო ინსტიტუტებიდან ვისმენთ, რაც, ბუნებრივია, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს და რუსეთს მხოლოდ ამ ცეცხლის კორექტირება, მისთვის სწორი მიმართულების მიცემა სჭირდება".
გოცირიძის თქმით, შესაძლოა, ჟურნალისტებს რუსეთი ოკუპირებულ ტერიტორიებზე ამზადებდეს, მაგრამ საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე ის იმავე მიზანს რუსული ტურისტული ნაკადებით, კრიმინალის ბიზნესთან შერწყმით, ეკატერინბურგში ან სარატოვში კულტურული ექსკურსიებით, საერთო წარსულით მანიპულირებით, გეორგიევსკის “გადამრჩენელი” ეფექტით და უამრავი სხვა მეთოდით ცდილობს.
"ამასობაში, ქვეყანაში დემოკრატიული, დასავლური დღის წესრიგის ნაცვლად ბიზნესის, პოლიტიკის, ცხოვრების რუსული წესი მყარდება, რაც თავის თავშივე გულისხმობს კრემლისთვის მისაღები გადაწყვეტილებების გაზრდილ ალბათობას“ - ამბობს გოცირიძე.
„მნიშვნელოვანია, გავაძლიეროთ დარჩენილი თავისუფლების კუნძულები“
„მედიის განვითარების ფონდი“ (MDF) წლებია აკვირდება საინფორმაციო მანიპულაციების, დეზინფორმაციისა და ყალბი ინფორმაციის ნაკადებს, მათი მოქმედების მექანიზმებსა და ეფექტს. MDF-ის ხელმძღვანელ თამარ კინწურაშვილს მიაჩნია, რომ დღეს საქართველოში ყველაზე დიდი გამოწვევა არის “ინფორმაციული ავტოკრატია” – „როცა თავად ხელისუფლება იყენებს რუსულ მეთოდებს ძალაუფლების შესანარჩუნებლად. კრემლთან აფილირებული აქტორებისგან განსხვავებით, რომლებიც ღიად ამბობენ, რომ მათი საგარეო პოლიტიკური ორიენტირი არის საქართველოს რუსეთთან დაახლოება, ხელისუფლებას აქვს უფრო გავლენიანი მედიაეკოსისტემა: ერთი, რომ ის აკონტროლებს სამთავრობო არხებს, რომლებიც რესურსულად გაცილებით უპირატეს მდგომარეობაში არიან ალტერნატიულ პლატფორმებთან შედარებით; ის იყენებს ადმინისტრაციულ რესურსს იმისთვის, რომ მოახდინოს საინფორმაციო ველზე დომინირება. მათ შორის, იყენებს ყალბი ანგარიშების ქსელებს, რაც არაერთხელ გამოვავლინეთ“.
თამარ კინწურაშვილი, "მედიის განვითარების ფონდის" დირექტორი
თამარ კინწურაშვილი ხაზს უსვამს „ქართული ოცნებისა“ და კრემლის გზავნილების თანხვედრის ეფექტს, როცა პირველადი მოტივაცია შიდა აქტორისთვის ძალაუფლების შენარჩუნება, რუსეთისთვის კი საგარეო პოლიტიკის შეცვლაა:
„სამი ძირითადი საყრდენი აქვს ამ საინფორმაციო პროპაგანდას რუსეთის მხრიდანაც და ხელისუფლების მხრიდანაც:
პირველი არის შიშების დანერგვა და ეს ძირითადად უკავშირდება ომის შიშს - რომ დასავლეთი ითრევს საქართველოს ომში. რუსეთიც ამას აცხადებს და საქართველოს ხელისუფლებაც;
მეორე - ე.წ. სუვერენული დემოკრატიის არასწორი გაგება, თითქოს დასავლური ინსტიტუტების მხრიდან საქართველოს კრიტიკა არის შიდა საქმეებში ჩარევა და აქ საუბარია უნივერსალურ ღირებულებებზე, რომლის დაცვის ვალდებულება საქართველომ თავად აიღო, როცა გახდა ევროსაბჭოს წევრი და როცა განაცხადა, რომ უნდა შეუერთდეს ევროკავშირს. საზღვრის გავლება ქვეყნებს შორის, როცა ფუნდამენტურ უფლებებზეა საუბარი, არის შეუძლებელი. იმის გამო, რომ ხელისუფლებას არ სურს დემოკრატიული რეფორმების განხორციელება, ის ნებისმიერ კრიტიკას, რომელიც ეხება, ვთქვათ, სასამართლოს დამოუკიდებლობას, მარეგულირებლის დამოუკიდებლობას და ა.შ. აფასებს როგორც შიდა საქმეებში ჩარევას, არადა პირიქით - ინსტიტუციური დამოუკიდებლობის გარანტიებზეა საუბარი. იგივე კონცეფცია ეკუთვნის სურკოვს. მისი დოქტრინა იყო ის, რომ თუ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებ რუსეთის დემოკრატიულობის საკითხს, შენ იჭრები შიდა სუვერენულ საკითხებში და ჩვენ ახლა გვესმის ეს ინტერპრეტაციები, რომ ბრიუსელი იგივე მოსკოვია და რა მნიშვნელობა აქვს ვინ გიკარნახებს, როგორ მოიქცე.
მესამე ნაწილი არის იდენტობის თემები. ვნახეთ, რომ იგივე ტიპის კანონები მივიღეთ, როგორც რუსეთში: ეს იქნება გეიპროპაგანდა, სიტყვა გენდერი გავაქრეთ და ა.შ. - რომ თითქოს დასავლეთი ჩვენს იდენტობას უქმნის საფრთხეს.
ამიტომ, იმის მიუხედავად, რა არის მოტივაცია სახელისუფლებო ჯგუფის და გარე აქტორის, ერთი და იგივეა მათი მეთოდები. უბრალოდ, პრობლემა არის ის, რომ ხელისუფლება კი არ ამბობს, რომ მე ამით შენ გაცილებ ევროინტეგრაციას, არამედ მათი სლოგანი იყო „ღირსებით და მშვიდობით ევროპისკენ“. ანუ, მისი ელექტორატის ნაწილს, რომელსაც, ვთქვათ, რუსეთს დასავლეთი ურჩევნია, ეუბნება - მე არ შემიჩერებია, უბრალოდ გადავდე ეს ინტეგრაციის პროცესი, კი არ ვაფერხებ. აქამდე ორბანი იყო როლური მოდელი. ის სპეკულირებს დასავლეთში არსებული კონსერვატიული და ლიბერალური ჯგუფების დაპირისპირებაზე და ამბობს, რომ ჩვენ უნდა ვინტეგრირდეთ ტრადიციულ და კონსერვატიულ და არა გარყვნილ ევროპაში“.
თამარ კინწურაშვილი აღწერს „ქართული ოცნების“ რიტორიკის ცვლილების დინამიკას:
„ეს ყველაფერი დაიწყო მას შემდეგ, რაც მოხდა რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში. ადრე „ქართული ოცნება“ მანევრირებდა და ორმაგ თამაშს თამაშობდა - გარეთ ჰქონდა სხვა გზავნილები - რომ რუსეთს ებრძოდა და შიგნით რუსეთს არ ახსენებდა მისი არგაღიზიანების საბაბით. ამის შემდეგ, ჯერ „ხალხის ძალის“ მეშვეობით დაიწყო გარღვევა და შემდეგ მასვე ჰქონდა ეს „ქამინგ აუთი“, ასე ვთქვათ და ღიად ანტიდასავლურ გზავნილებზე გადავიდა“.
"მედიის განვითარების ფონდის" ხელმძღვანელიც აღნიშნავს, ჩვეულებრივ რამდენად მნიშვნელოვანია ხელისუფლების როლი საინფორმაციო მედეგობის გაძლიერებაში:
„ხელისუფლება უნდა იყოს საზოგადოების მაკონსოლიდირებელი ქვეყნის წინაშე არსებული საფრთხეების მიმართ, როგორც ეს არის ბალტიის ქვეყნებში, უკრაინაში, სადაც სახელმწიფო და არასახელმწიფო აქტორები თანხმდებიან იმაზე, რა არის ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესები. ჩვენთან პრობლემა არის ის, რომ ჩვენ გარე აქტორებში ვხედავთ - რუსეთში საფრთხეს, ხელისუფლება ხედავს დამოუკიდებელ ინსტიტუტებში საფრთხეს და შიდა მტრებს დასდევს და არა გარე მტერს, რომელიც ჩვენს უსაფრთხოებას, დამოუკიდებლობას და მართლა სუვერენიტეტს უქმნის საფრთხეს.
ძალიან რთული ამოცანაა, რომ მოერიო ორ ფრონტზე იბრძოლო იმიტომ, რომ გარე საფრთხეც არსებობს და შიგნით ავტოკრატია უქმნის დემოკრატიულ ინსტიტუტებს ფუნქციონირებისთვის საფრთხეს. ამიტომ, ქოლავენ ყველაფერს. მნიშვნელოვანია, გავაძლიეროთ დარჩენილი თავისუფლების კუნძულები - პირველ რიგში, მედია, რომელიც საზოგადოების ინფორმირებას ისახავს მიზნად, იმიტომ რომ დიდი პროპაგანდისტული მანქანა და დიდი რესურსია მობილიზებული და იქნება ეს სამოქალაქო საზოგადოება თუ სხვა აქტორები, უნდა ვკოორდინირდეთ, რომ მაქსიმალურად მივცეთ შესაძლებლობა საზოგადოებას დაინახოს თუ რასთან გვაქვს საქმე".
2025 წელს CRRC-საქართველოსა და „მედიის განვითარების ფონდის“ მიერ ჩატარებულმა კვლევამ გამოავლინა, რომ:
საქართველოში რესპონდენტთა 55%-ის აზრით, უცხო ქვეყნები საქართველოში საზოგადოებრივ აზრზე საინფორმაციო მანიპულაციას და ჩარევას ცდილობენ;
გამოკითხულთა 77% ასეთ ჩარევებს საფრთხედ მიიჩნევს; რესპონდენტთა 24% FIMI-ს წყაროდ რუსეთს ასახელებს, 17% - ევროკავშირს, 14% - აშშ-ს.
თამარ კინწურაშვილი ხაზს უსვამს იმას, რომ FIMI-ს წყაროდ აშშ-სა და ევროკავშირს ერთად მეტი (31%) ასახელებს, ვიდრე რუსეთი.
„ძირითადად იყვნენ სამთავრობო არხების მსმენელები და მაყურებლები და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები. ანუ, ეს პროპაგანდა მუშაობს - რომ საინფორმაციო ჩარევას დასავლეთი უფრო ახორციელებს, ვიდრე რუსეთი. ანუ, რუსეთის როგორც საფრთხის, პრობლემის გაქრობას ცდილობენ. პოლიტიკური კრიტიკა რუსეთის მიმართ პრემიერის მიერ თარგმნილია როგორც რუსოფობია. ეს უფრო დიდი პრობლემაა, ვიდრე „სპუტნიკის“ ან AI-გენერირებული რუსული კურიკულუმის გავლენა ჩვენს საზოგადოებაზე“, - ამბობს MDF-ის ხელმძღვანელი.