ევროსაბჭოს გენერალურ მდივან ალან ბერსესთან პრემიერის მორიგი შეხვედრა 23 სექტემბერს ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის კულუარებში გაიმართა.
მთავრობის ადმინისტრაციის გავრცელებულ პრესრელიზში არაფერია ნათქვამი ამ საკითხთან დაკავშირებით, - ნახსენებია თბილისის მზაობა „ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული თანამშრომლობისთვის“.
ასევე ნახეთ
კობახიძე ნიუ-იორკში ერდოანს შეხვდა„ნაყოფიერი თანამშრომლობა“
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, „საუბარი შეეხო საქართველოსა და ევროპის საბჭოს შორის არსებულ მრავალწლიან ნაყოფიერ თანამშრომლობას“.
„აღინიშნა ორგანიზაციის მნიშვნელოვანი მხარდაჭერა ქვეყანაში დემოკრატიული განვითარების, ადამიანის უფლებების დაცვისა და კანონის უზენაესობის მიმართულებით“, - წერია 23 სექტემბერს გავრცელებულ განცხადებაში.
ასევე ნახეთ
ალან ბერსე: "თუ კონტაქტს გავწყვეტთ, საერთოდ არავის ექნება სათქმელი"ამავე წყაროს თანახმად, ირაკლი კობახიძემ „კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროპის საბჭოს პრინციპებისადმი ერთგულება“.
მან თქვა, რომ „საქართველო მომავალშიც შეუწყობს ხელს დიალოგსა და მრავალმხრივი თანამშრომლობის განვითარებას“.
„ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ევროპის საბჭოსთან კონსტრუქციულ დიალოგს და მზად არის, მომავალშიც განაგრძოს ორგანიზაციასთან ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული თანამშრომლობა“, - აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში.
ასევე ნახეთ
შემაშფოთებელი ანგარიშია, ამ საკითხს მაკა ბოჭორიშვილთან დავაყენებ - ევროსაბჭოს გენ. მდივანი CPT-ის ანგარიშზეკრიტიკა ახვლედიანთან თანამშრომლობის გამო
შეხვედრამდე 2 დღით ადრე, 21 სექტემბერს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა განაცხადა, რომ შეისწავლის „თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის“ (TSPS) მიერ „გრანტის მიღებას“ ევროსაბჭოსგან.
თუმცა ევროსაბჭო გრანტის გაცემას უარყოფს და ამბობს, რომ ყოფილი პოლიტიკოსის, არმაზ ახვლედიანის ორგანიზაცია, - TSPS-ი, - სემინარის მხოლოდ მასპინძელი იყო.
22 სექტემბერს ევროპის საბჭოს მედიის დეპარტამენტმა რადიო თავისუფლებასთან განაცხადა, რომ ეს სემინარი გაიმართა ევროსაბჭოს „საქართველოს 2024–2027 წლების სამოქმედო გეგმის“ ფარგლებში, ეს სამოქმედო გეგმა კი, საქართველოს ხელისუფლებასთან მჭიდრო კონსულტაციების შედეგად მომზადდა.
ასევე ნახეთ
ევროსაბჭო: ბახმაროში სემინარი ჩატარდა სამოქმედო გეგმის ფარგლებში, რაც მთავრობასთან კონსულტაციებით მომზადდაირაკლი კობახიძემ 18 სექტემბერს ამ საკითხზე „შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება“ დააანონსა, „თუ საბოლოოდ დადგინდება, რომ დარღვეულია „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონმდებლობა“.
„აშკარად ჩანს, რომ, სავარაუდოდ, ამასთან გვაქვს საქმე“, - თქვა მან და განაცხადა, რომ „საქართველოს კანონმდებლობას ... ყველამ უნდა სცეს პატივი“.
პარლამენტის სპიკერმა შალვა პაპუაშვილმა 18 სექტემბერს არმაზ ახვლედიანს უწოდა „რადიკალი პოლიტიკოსი“ და განაცხადა:
- „ეს არის აბსოლუტურად პოლიტიკური შინაარსის მქონე პროექტი და სემინარი“;
- „აფინანსებენ ... რომ შემდეგ ადამიანებს თავიანთი იდეოლოგიურ-პოლიტიკური მოსაზრებებით ტვინი გამოურეცხონ“.
ამ განცხადებების შემდეგ, TSPS-ის არაერთმა კურსდამთავრებულმა და საჯარო ფიგურამ გამოხატა მხარდაჭერა.