ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი რამაზ სვანაძე ხდება

რამაზ სვანაძე

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი აღარ იქნება. მას რამაზ სვანაძე შეცვლის, რომელიც თანამდებობას 2028 წლამდე დაიკავებს. ინფორმაცია გაავრცელა ნაკრების ოფიციალურმა ფეისბუკგვერდმა.

რამაზ სვანაძე აქამდე 21-წლამდელთა ნაკრებს ხელმძღვანელობდა. მას მისი ასისტენტი გიორგი ადამია შეცვლის.

ვილი სანიოლი ნაკრების მთავარი მწვრთნელი 2021 წლის 15 თებერვალს გახდა. გასული 5 წლის განმავლობაში ნაკრებმა 57 მატჩი ჩაატარა.

„სანიოლის ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრებმა ისტორიულ წარმატებას მიაღწია“, - აცხადებენ ფედერაციაში.