დაზვერვის ყოფილი ხელმძღვანელი რუსეთის გეგმებზე ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით - გამოკითხვა

Your browser doesn’t support HTML5

სოხუმის დაცემის 33 წლისთავზე დაზვერვის სამსახურის ყიფილ ხელმძღვანელს, სოხუმიდან დევნილ გენერალ-მაიორ შალვა ლომიძეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით რუსეთის გეგმებზე ვესაუბრეთ.

„გეგმების წერა რუსებმა ძალიან კარგად იციან, ცხინვალთან დაკავშირებით შეიძლება არსებობდეს ჩრდილოეთ ოსეთისა და ცხინვალის რეგიონის ერთობლივი სახელმწიფო სუბიექტის მონახაზი“ - ამბობს ის და განმარტავს, რომ დღეს არა მხოლოდ ოკუპირებული ტერიტორიები, თბილისის კონტროლირებული ნაწილიც რუსეთის ჰიბრიდული ომის ბრძოლის ველია.

ამ საუბრის ნაწილია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელების გახშირებული ცვლილებებიც - როგორ აისახება სისტემის სიმყიფე ქვეყნის უსაფრთხოებაზე.

ინტერვიუ ჩაწერილია 21 სექტემბერს - მას შემდეგ მოსკოვმა და ცხინვალისა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმებმა თბილისისგან ძალის გამოუყენებლობის გარანტიები მოითხოვეს.