ყიფიანი და „კაწრო“, - რომელთაც წლების განმავლობაში უკავშირებდნენ კრიმინალურ სამყაროს, - ამავე საქმეზე კიდევ ერთ დაკავებულთან, შოთა ყიფიანთან ერთად, დუმილის უფლებას იყენებენ.
პროკურატურა პატიმრობას ითხოვდა, ადვოკატები კი - გირაოს 3000 ლარის ოდენობით.
„კომენტარს არ აკეთებენ“ - ადვოკატი
ბრალდებულთა წინააღმდეგ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილება მოსამართლე დავით კურტანიძემ მიიღო.
„საქმესთან დაკავშირებით არანაირი კომენტარის გაკეთება არ სურთ... დუმილის უფლებას იყენებენ“, - უთხრა ჟურნალისტებს ვატო და შოთა ყიფიანების ადვოკატმა, მარიკა ფხალაძემ.
ასევე ნახეთ
„ჯგუფური ცემა“ თბილისის ერთ-ერთ რესტორანში - ყიფიანსა და ბილანიშვილს ბრალი წარუდგინეს„დაზარალებულმა ტკივილი განიცადა“
საქმის პროკურორმა ვახტანგ ხარებაშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ გამოძიება დაზარალებულის მომართვისა და შეტყობინების საფუძველზე დაიწყო.
დაზარალებული 65 წლის მერაბ შარაშიძეა. გამოძიების ვერსიით, ყიფიანს მისი მიმართვა არ მოეწონა. პროკურორის თანახმად:
- ვაკეში, ერთ-ერთ რესტორანში სიტყვიერი შელაპარაკების შემდეგ ბრალდებულებმა იძალადეს დაზარალებულზე;
- ამ უკანასკნელმა „ტკივილი განიცადა, როდესაც ხელი დაარტყეს სახეში“;
- დაზარალებულმა პოლიციას მეორე დღეს მიმართა.
ვახტანგ ხარებაშვილმა სხდომის შემდეგ ასევე თქვა, რომ პატიმრობის შეფარდებისას სასამართლომ „სავარაუდოდ, გაითვალისწინა პიროვნული მახასიათებლები, წარსული ნასამართლეობა და ერთობლიობაში შეაფასა, რომ მათგან მომდინარე საფრთხეს გაანეიტრალებდა მხოლოდ პატიმრობა“.
ავთო ბილანიშვილს მედიაში წლების განმავლობაში მოიხსენიებდნენ ბიძინა ივანიშვილის ვაჟის, ბერა ივანიშვილის მეგობრად. მათ არაერთი ფოტო აქვთ ერთად გადაღებული (2015 წლის ფოტო)
ბილანიშვილს 30 ადმინისტრაციული ჯარიმა აქვს
დღევანდელ სასამართლო სხდომაზე გაირკვა, რომ ავთო ბილანიშვილი, მეტსახელად „კაწრო“, 30-ჯერ არის დაჯარიმებული ავტომობილის მართვის მოწმობის გარეშე ტარების გამო და არცერთი ჯარიმა არ აქვს გადახდილი.
ეს პროკურორმა ვახტანგ ხარებაშვილმა თქვა და დასძინა, რომ მის წინააღმდეგ „იძულებითი აღსრულება მიმდინარეობს“.
ბილანიშვილის ადვოკატმა თამარ აბესაძემ უპასუხა, რომ რახან ჯარიმები გადაუხდელია, არ ნიშნავს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი დამნაშავეა, ხოლო წაყენებული ბრალდების საპირწონე ზომა ვერ იქნება პატიმრობა.
მოგვიანებით, სხდომის შემდეგ, ადვოკატმა ჟურნალისტებს მიმართა: „ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არაფრისკენ არ არის მიდრეკილი. თქვენ გჯერათ, რასაც ბრალდების მხარე ლაპარაკობს?!"
ტელეკომპანია „ფორმულის“ ცნობით, ბერა ივანიშვილი არის ავთო ბილანიშვილის შვილის ნათლია.
რატომ დააკავეს ყიფიანი და ბილანიშვილი
სამივე დაკავებულს თბილისის ერთ-ერთ რესტორანში ჯგუფურ ძალადობას ედავებიან.
პროკურატურა 15 ოქტომბერს გავრცელებულ განცხადებაში ციტირებს შსს-ს გამოძიებას და წერს, რომ:
- 2026 წლის 14 ოქტომბერს ქალაქ თბილისში, ერთ-ერთ რესტორანში, ვახტანგ ჟვანია (იგივე ვატო ყიფიანი), ავთანდილ ბილანიშვილი და შოთა ყიფიანი ფიზიკურად გაუსწორდნენ დაზარალებულს;
- დაზარალებულმა, - რომლის ვინაობასაც პროკურატურა, როგორც სხვა შემთხვევების უმეტესობაში, არ წერს, - ფიზიკური ტკივილი განიცადა;
- მათ ბრალი უკვე წარუდგინეს („ძალადობა, ჩადენილი ჯგუფურად“) - და ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
ვატო ყიფიანი (დოკუმენტებში ოფიციალურად - ვახტანგ ჟვანია)
„რა შუაშია ქოლცენტრები“?! - ადვოკატი
16 ოქტომბერს ბილანიშვილის ადვოკატ თამარ აბესაძეს ჟურნალისტებს ჰკითხეს, მისი დაცვის ქვეშ მყოფის დაკავება თუ უკავშირდება უკანონო ქოლცენტრებს, - რაც მედიაში მათი დაკავების ერთ-ერთ სავარაუდო მიზეზად განიხილება, - რაზეც მან უპასუხა:
„რა შუაშია ქოლცენტრები? სირცხვილია [ამის კითხვა]. ქოლცენტრი და ავთო ბილანიშვილი ერთმანეთთან არის [შეუთავსებელი]. აი, როგორ გითხრათ, სირცხვილი“.
კითხვაზე, ბერა ივანიშვილთან, - რომელთანაც მრავალწლიანი მეგობრობა აკავშირებს, - ჰქონდა თუ არა მას კონფლიქტი, ადვოკატმა თქვა: „გამორიცხეთ“.
ხოლო დამაზუსტებელ კითხვაზე, კვლავ მეგობრობენ თუ არა ის და ბერა ივანიშვილი, თქვა: „მე ადვოკატი ვარ, მე ხომ არ ვიცი მისი მეგობრობა და ა.შ“.
ასევე ნახეთ
ვატო ყიფიანი და ავთო ბილანიშვილი („კაწრო“) დააკავესფეიქრიშვილების დაკავება
ბილანიშვილი-ყიფიანების დაკავებამდე სამიოდე კვირით ადრე, 2026 წლის 22 სექტემბერს, თბილისში დააპატიმრეს 40 წლის ტყუპი ძმები, დავით და გიორგი ფეიქრიშვილები, - რომლებსაც ყიფიანთან მწვავე დაპირისპირების ისტორია აქვთ.
ასევე ნახეთ
ძმები ფეიქრიშვილების ლიკვიდაციის მზადების საქმეზე ბრალდებული ვატო ყიფიანი თბილისში დააკავეს23 სექტემბერს მათ „წინასწარი პატიმრობა“ შეუფარდეს - ორ სხვადასხვა საქმეზე. მოგვიანებით, 2 ოქტომბერს კი მათ წარუდგინეს 10 მილიონი ლარის „გათეთრების“ ბრალდება, - რასაც უარყოფენ. მათ 12 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
ასევე ნახეთ
ფეიქრიშვილების საქმის პროკურორი ქოლცენტრებზე: ვერაფერს გამოვრიცხავთ და ვერც დავადასტურებთასევე ნახეთ
₾10 მილიონის „გათეთრება“ 7 წელიწადში – ახალი საქმე ძმები ფეიქრიშვილების წინააღმდეგ10 ოქტომბერს „ნოდარ მელაძის შაბათმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ფეიქრიშვილებმა ციხიდან წერილი გაუგზავნეს ბერა ივანიშვილის მეჯვარეს, ბილანიშვილის ძველ მეგობარს, მუსიკალურ პროდიუსერ ამიკო ჯანელიძეს.
„ამექს, რა გითხრა, არ ვიცი, გაოგნებული ვარ, რატომ მოვედით აქამდე“, - ტვ პირველის ცნობით, წერია წერილში. ტელევიზიის თანახმადვე, ამ წერილში:
- ფეიქრიშვილები მადლიერებას გამოხატავენ წარსულში ჯანელიძის მიერ მათდამი დახმარების გამო;
- დანანებით ამბობენ, რომ მასთან საუბარი/კონტაქტი ვერ შეძლეს.
- „სულ რომ არასდროს მიპასუხო, შენს წინააღმდეგ ერთი ნაბიჯის გადამდგმელიც არ ვართ არცერთი“.
ტელევიზიის რეპორტიორთან ამიკო ჯანელიძემ უარყო მსგავსი წერილების არსებობა: „არავითარი შეტყობინება არ მიმიღია“, - თქვა მან.
ამიკო ჯანელიძის ძველი მეგობარია ასევე ახლადდაკავებული ავთო ბილანიშვილიც. 2021 წელს ჯანელიძე ფეისბუკზე ასე ხუმრობდა:
ამიკო ჯანელიძის 2021 წლის პოსტი
- 2026 წლის 30 სექტემბერს ბერა ივანიშვილმა „ქოლ-ცენტრების მფარველობასთან“ დაკავშირებული და მედიასა და სოციალურ ქსელებში სხვა ბრალდებების წინააღმდეგ სასამართლო დავა დააანონსა.
- მისი თქმით, ადვოკატად დაიქირავა დავით ასათიანი („ადვოკატთა ასოციაციის“ თავმჯდომარე 2017-2025 წლებში).
- „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, აშშ-ის მიერ სანქცირებული ბიძინა ივანიშვილის ვაჟი აცხადებს, რომ მის და მისი ოჯახის წინააღმდეგ „კოორდინირებული ცილისმწამებლური კამპანია“ მიმდინარეობს.