Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფეიქრიშვილების საქმის პროკურორი ქოლცენტრებზე: ვერაფერს გამოვრიცხავთ და ვერც დავადასტურებთ

„გამოძიება ჩატარდება სრულყოფილად“ - ამბობს ფეიქრიშვილების საქმის პროკურორი კითხვაზე, იკვეთება თუ არა უკანონო „ქოლცენტრები“ გამოძიებისას
„გამოძიება ჩატარდება სრულყოფილად“ - ამბობს ფეიქრიშვილების საქმის პროკურორი კითხვაზე, იკვეთება თუ არა უკანონო „ქოლცენტრები“ გამოძიებისას

საქმის პროკურორი არც უარყოფს და არც ადასტურებს ძმები გიორგი და დავით ფეიქრიშვილების შესაძლო კავშირს უკანონო „ქოლცენტრების“ სქემასთან.

3 ოქტომბერს, ₾10 მლნ-ის გათეთრების ბრალდების შესახებ ფეიქრიშვილების სასამართლო სხდომის შემდეგ, პროკურორმა მარიამ ბერძენიშვილმა „ტვ პირველს“ განუცხადა:

„სამომავლო ვარაუდებთან დაკავშირებით ვერ ვისაუბრებ. ერთი, რაც შემიძლია გითხრათ, გამოძიება ჩატარდება სრულყოფილად და ობიექტურად. ამ ეტაპზე ვერაფერს გამოვრიცხავთ და ვერც დავადასტურებთ“.

მას ჟურნალისტმა ჰკითხა, აქვთ თუ არა ვარაუდი, რომ ძმები ფეიქრიშვილები უკანონო „ქოლცენტრებთან“ იყვნენ დაკავშირებული.

მარიამ ბერძენიშვილი არაერთი გახმაურებული საქმის პროკურორია, მათ შორის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის.

ლილუაშვილს 16 სექტემბერს 13 წლით პატიმრობა მიუსაჯეს „ქოლცენტრების მაფველობისა“ და ქრთამის აღების ბრალდებით.

რას ედავებიან ფეიქრიშვილებს

  • პროკურატურამ 22 სექტემბერს დაკავებულ ძმებს, გიორგი და დავით ფეიქრიშვილებს, 2 ოქტომბერს ახალი ბრალდება წარუდგინა - 10 მილიონი ლარის „გათეთრება“.
  • ახალი ბრალდება უფრო მძიმეა, ვიდრე ის, რის გამოც ისინი დააპატიმრეს, და 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

სასამართლომ ფეიქრიშვილებს 23 სექტემბერს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა ორ სხვადასხვა საქმეზე. დაპატიმრებულია მათი პირადი მცველიც, ალექსანდრე ჩაფოძე.

  • გიორგი ფეიქრიშვილს ედავებიან დიდი ოდენობით თანხის გამოძალვას ბიზნესმენ რატი გურგენიშვილისგან - ბრალდება 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
  • დავით ფეიქრიშვილსა და ალექსანდრე ჩაფოძეს ედავებიან ჯგუფურ ხულიგნობას, რაც 2-დან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ეს 2025 წლის 2 ოქტომბერს ვაკეში ტაქსის ძღოლთან დაპირისპირების ინციდენტია.

ფორუმი

​
XS
SM
MD
LG