ამის შესახებ „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ პარტიის პოლიტსაბჭოსა და საპარლამენტო უმრავლესობის სხდომების დასრულების შემდეგ განაცხადა. ორივე შეხვედრას ესწრებოდა და უძღვებოდა პარტიის დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი.
ასევე ნახეთ
„ოცნების“ პოლიტსაბჭოზე ღარიბაშვილსა და მდინარაძეზეც ისაუბრეს - რას ამბობს კობახიძე?„პარტიის წესდების თანახმად, ჩვენ გვაქვს პოლიტსაბჭოს შემადგენლობის გაფართოების საშუალება და მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ბატონი ირაკლი კირცხალიას, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, და ასევე ბატონი ზურაბ პატარაძის, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობაში შეყვანის თაობაზე“, - განაცხადა კობახიძემ.
2025 წლის 7 მაისს „ქართული ოცნების“ ყრილობაზე დამტკიცებული პოლიტსაბჭო 15 წევრისგან შედგებოდა. მათ შორის იყვნენ მამუკა მდინარაძე და ვახტანგ გომელაური.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, დღეს გამართულ შეხვედრებზე საშინაო და საგარეო პოლიტიკის მიმდინარე საკითხები განიხილეს.
„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომა
„როგორც პოლიტსაბჭოს წევრებისთვის, ისე საპარლამენტო უმრავლესობის წევრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო უშუალოდ ბატონი ბიძინა ივანიშვილისგან მოესმინათ მისი შეხედულებები, მისი დამოკიდებულება კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით“, - განაცხადა კობახიძემ.
სხდომების გამართვამდე ერთი დღით ადრე კობახიძე აცხადებდა, რომ შეხვედრებზე „განიხილება მიმდინარე საკითხები“ და „არ იქნება რაიმე განსაკუთრებული, სპეციფიკური საკითხი და რაიმე სიურპრიზი“.
ასევე ნახეთ
პარტიების აკრძალვა და რუსეთი საკონსტიტუციო სარჩელში„კორუფციული გამოწვევები გადალახულია“
„ქართულმა ოცნებამ“ გამართული შეხვედრების შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, როგორც პოლიტსაბჭოს, ისე საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე „მმართველი გუნდის წევრებმა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური და ეკონომიკური პროცესები განიხილეს“.
„პარტიის საპატიო თავმჯდომარემ გუნდის წევრებს აქტიური მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა. ბიძინა ივანიშვილმა შეაჯამა წარსულში, გუნდში არსებული კორუფციული გამოწვევები და აღნიშნა, რომ პრემიერ-მინისტრის, სამთავრობო გუნდისა და ძალოვანი სისტემის ეფექტური მუშაობის შედეგად ეს გამოწვევები სრულად და ეფექტურად არის გადალახული“, - აცხადებენ მმართველ გუნდში.
„ქართული ოცნების“ ინფორმაციით, სხდომაზე ყურადღება დაეთმო მთავრობის მიერ ბოლო პერიოდში დაანონსებულ „კონკრეტულ ინიციატივებსა და რეფორმებს“.
ასევე ნახეთ
კობახიძე: პატრიარქის დაკრძალვაზე არამიზნობრივი ხარჯი არ იკვეთებასაპროტესტო აქცია „ოცნების“ ოფისთან
პარტიის ცენტრალურ ოფისთან საპროტესტო აქცია გაიმართა ლოზუნგით „საქართველო ივანიშვილის წინააღმდეგ“.
აქციაზე ოპოზიციონერ აქტივისტებთან ერთად იმყოფებოდა გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის დედა. მას თან ჰქონდა პლაკატი წარწერით: „ბიძინა, შენ მფარველობ თამარის მკვლელებს?!“
პატიმარ გიორგი დავითაძის დედა, ირმა დავითაძე, ოფისთან თეთრი ხელთათმანით მივიდა.
„ეს ხელთათმანია ქართული ოცნების სახე. მე მინდა, რომ დაუყოვნებლივ იქნას დასჯილი, ვინც ციხეში წამებას და არაადამიანურ მოპყრობას ახორციელებს“, - განაცხადა ირმა დავითაძემ.
ასევე ნახეთ
პროკურატურა აცხადებს, რომ პატიმარ დავითაძის მიმართ დანაშაული ვერ დადგინდა და გამოძიება შეწყდამისი თქმით, იმედოვნებს, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები „ხალხის ხმას მოისმენენ ერთხელ და სამუდამოდ“.