მისი თქმით, შეთანხმებას მნიშვნელოვანი როლი აქვს თურქეთის ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, რადგან ამ მიმართულებით ქვეყანა ნაწილობრივ რუსეთზეა დამოკიდებული.
„ბოლო თვეებში რუსეთმა დიზელის საწვავის ექსპორტზე შეზღუდვები დააწესა, როდესაც ამ პრობლემის წინაშე აღმოჩნდა. ახლა მათ ტრამპთან დიზელის საწვავის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს... ჩვენ მიერ გამართული მოლაპარაკებების შედეგად, ამ დიზელის საწვავის ნაწილს თურქეთში წამოვიღებთ“, - განაცხადა ბაირაქტარმა. მას მიწოდების მოცულობისა და ვადების შესახებ დეტალები არ დაუკონკრეტებია.
9 ოქტომბერს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან საწვავის მიწოდების შესახებ შეთანხმებას მიაღწია. მისი თქმით, შეთანხმება ითვალისწინებს 300 ათას ტონაზე მეტი საწვავის დაუყოვნებლივ მიწოდებას, ნოემბერში დამატებით 500 ათასი ტონის, ამის შემდეგ კი ერთი მილიონი ტონის მიწოდებას „მაშინვე“, ხოლო სამი მილიონი ტონისა, კი „უახლოეს მომავალში, რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების მდგომარეობის გათვალისწინებით“.
ასევე ნახეთ
NBC-სთან ინტერვიუში ზელენსკიმ უპასუხა კითხვას, გაძლებს თუ არა უკრაინა აშშ-ის მხარდაჭერის გარეშე2026 წლის 8 ივლისიდან რუსეთში მოქმედებდა დიზელის საწვავის ექსპორტზე აკრძალვა. ტრამპის განცხადებიდან მეორე დღეს რუსეთის ვიცე-პრემიერმა ალექსანდრ ნოვაკმა განაცხადა რომ რუსეთი აკრძალვის მოხსნას დაგეგმილ ვადაზე ადრე, „დაუყოვნებლივ“ იწყებდა.
ასევე ნახეთ
რუსეთი ვადაზე ადრე აუქმებს დიზელის ექსპორტზე შეზღუდვებს18 ოქტომბერს ნოვაკმა თქვა, რომ რუსული დიზელის საწვავი აშშ-ის ბაზარზე კონტრაქტების გაფორმებიდან 15–20 დღეში მოხვდება.