„სასამართლოს მიერ საქმის არსებითად განხილვამდე სამართალწარმოების ლეგიტიმურობის ეჭვქვეშ დაყენება და სასამართლო პროცესის წინასწარი შეფასება წარმოადგენს საკონსტიტუციო ინსტიტუტზე არასათანადო ზეწოლის მცდელობას და საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევას“, - აცხადებს საგარეო უწყება.
20 ოქტომბერს გავრცელებულ განცხადებაში სამინისტრო ასევე წერს, რომ „კანონის უზენაესობის პატივისცემა მოითხოვს, სასამართლოს მიეცეს შესაძლებლობა, საქმე დამოუკიდებლად, საქართველოს კონსტიტუციისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად განიხილოს“.
რა თქვა ევროკომისიის პრესსპიკერმა?
2026 წლის 19 ოქტომბერს ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე ევროკომისიის პრესსპიკერმა შეკითხვაზე პასუხად განაცხადა:
- „ევროკავშირი ყურადღებით ადევნებს თვალს საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის პროცესს, მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესებს და ამას დემოკრატიული პლურალიზმისთვის საფრთხისშემცველად აფასებს“.
- მისი თქმით, „ეს მოვლენები, საკანონმდებლო ცვლილებებთან და ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ ადრე გაკეთებულ განცხადებებთან ერთად, მიუთითებს მართლმსაჯულების სისტემის შემაშფოთებელ ინსტრუმენტალიზაციაზე“.
- „ამან შესაძლოა საფრთხე შეუქმნას ფუნდამენტურ თავისუფლებებს, დემოკრატიულ პლურალიზმსა და სამართლიან პოლიტიკურ კონკურენციას“, - განაცხადა უიგანდმა.
- „შესაბამისად, ჩვენ ამ პროცესებს ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით და გავაგრძელებთ დაკვირვებას“, - თქვა მან.
ასევე ნახეთ
ევროკომისიის პრესსპიკერი: გაათავისუფლონ უსამართლოდ დაკავებული პოლიტიკოსები და ჟურნალისტებისაქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სარჩელის განხილვა 21 ოქტომბერს იწყება.
„ქართული ოცნება“ ითხოვს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველო – ლელოს“, „ფედერალისტებისა“ და „გახარია საქართველოსთვის“ საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობასა და აკრძალვას.
ოპოზიციური პარტიები სასამართლო განხილვის პარალელურად საპროტესტო აქციებს აანონსებენ როგორც ბათუმში, სადაც საკონსტიტუციო სასამართლო მდებარეობს, ისე თბილისში.
ასევე ნახეთ
პარტიების აკრძალვა და რუსეთი საკონსტიტუციო სარჩელში„თავი შეიკავონ“ - საგარეო
სამინისტრომ 20 ოქტომბრის განცხადებაში ასევე დაწერა, რომ შეშფოთებით აღნიშნავს ევროკავშირის წარმომადგენელთა მხრიდან „საქართველოს შიდა პოლიტიკური და სამართლებრივი პროცესების შესახებ გაკეთებულ განცხადებებსა და გამოყენებულ რიტორიკას“.
უწყების პოზიციით, ეს „ხელს უშლის მიმდინარე პროცესების ობიექტურ შეფასებას და აფერხებს საქართველოსა და ევროკავშირს შორის კონსტრუქციულ თანამშრომლობას“.
სამინისტრო აცხადებს, რომ მოუწოდებს ყველა შესაბამის წარმომადგენელს, „თავი შეიკავონ ისეთი განცხადებებისა და ქმედებებისგან, რომლებმაც შესაძლოა წინასწარ შეაფასოს მიმდინარე სასამართლო პროცესები ან აღქმული იყოს დამოუკიდებელი საკონსტიტუციო ინსტიტუტების საქმიანობაში ჩარევად“.
ასევე ნახეთ
პოლიციამ ჟურნალისტი ვახო სანაია საკუთარ სახლთან დააკავაკიდევ რა თქვა ევროკომისიის სპიკერმა
19 ოქტომბერს ბრიუსელში ბრიფინგზე ასევე გამოეხმაურა ტელეწამყვანის, ვახო სანაიას დაპატიმრებას და განაცხადა:
„ზოგადად შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ მკაფიოდ ვაფიქსირებთ პოზიციას „ქართული ოცნების“ ქმედებებთან დაკავშირებით, რომლებიც მიმართულია პოლიტიკური ოპოზიციის, ჟურნალისტებისა და აქტივისტების [ხმების] ჩახშობისკენ“.
ასევე ნახეთ
"წმინდა ავტორიტარული პარანოიაა" - გამოხმაურებები ჟურნალისტ ვახო სანაიას დაკავებაზემან თქვა, რომ ხელისუფლება, „სამწუხაროდ, ცდილობს, კვლავაც შეზღუდონ სამოქალაქო სივრცე“, შემდეგ კი განაცხადა:
„საქართველოს ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლოს უსამართლოდ დაკავებული პოლიტიკოსები, ჟურნალისტები და აქტივისტები, ასევე - გააუქმოს რეპრესიული კანონმდებლობა“.
- ტელეკომპანია „ფორმულის“ მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანი, ჟურნალისტი ვახო სანაია პოლიციამ საკუთარ სახლთან დააკავა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტების გამო;
- ის ადმინისტრაციულ პატიმრობაში 30 დღეს გაატარებს.