კიევზე რუსული დრონებით მორიგი თავდასხმა იყო

კიევზე რუსული დრონებით შეტევის შედეგად განადგურებული საოფისე შენობა. 2026 წლის 20 ოქტომბერი

რუსეთის ჯარებმა უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში მიიტანეს უკრაინის დედაქალაქ კიევზე. მორიგი შეტევა გასული ღამიდან დაიწყო.

კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ტელეგრამ-არხზე 21 ოქტომბერს გამთენიისას გამოქვეყნებული ცნობებით, დრონი მოხვდა 24-სართულიან სახლს, რომელსაც ხანძარი გაუჩნდა. დარტყმა იყო სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ობიექტზეც. ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ ჯერჯერობით არ გავრცელებულა.

  • კიევზე რუსული დრონებით ინტენსიური შეტევა იყო 20 ოქტომბერსაც. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, სამიზნეებს შორის იყო ენერგოობიექტი და საწყობები.
  • კიევის მერის, კლიჩკოს ცნობით, დღის განმავლობაში დაიღუპა ერთი და დაიჭრა 12 ადამიანი, რომელთაგან სამის მდგომარეობა მძიმეა.

ასევე ნახეთ

მომავალი სასტიკი ზამთარი: რუსეთის გაძლიერებული საჰაერო დარტყმების ფონზე უკრაინელები რთული დროისთვის ემზადებიან

გასულ ღამით დრონებით შეტევა იყო უკრაინის ხარკოვის ოლქზეც. ადგილობრივი სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, დაბა კოროტიჩში დაიღუპნენ 81 წლის ქალი და 83 წლის მამაკაცი. დაშავდა 11 ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი. დაზიანებულია 13 კერძო სახლი.

  • რუსეთის თავდაცვის სამინისტრო, როგორც წესი, აცხადებს, რომ უკრაინაში რუსეთის ჯარების სამიზნეა სამხედრო დანიშნულების ობიექტები და არაფერს ამბობს მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლსა და სახლებისა და სხვა სამოქალაქო ობიექტების განადგურებაზე.