წინა დღეს უიტკოფი ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში შეხვდა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის.
სტივენ უიტკოფს პეტერბურგის აეროპორტ „პულკოვოში“ დახვდა რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენელი კირილ დმიტრიევი. რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „ტასის“ ცნობით, აეროპორტიდან უიტკოფი და დმიტრიევი გაემგზავრნენ კონსტანტინეს სასახლეში, სადაც მოლაპარაკება გაიმართება.
ასევე ნახეთ
ტრამპმა არ გამორიცხა სამმხრივი შეხვედრა სი ძინპინთან და პუტინთან20 ოქტომბერს უკრაინის პრეზიდენტი ნორვეგიის პრემიერ-მინისტრსა და ფინეთის პრეზიდენტთან ერთად ოსლოში შეხვდა აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელს, სტივენ უიტკოფს. შეხვედრაში ვიდეოკავშირით მონაწილეობდა ტრამპის კიდევ ერთი წარმომადგენელი, მისი სიძე ჯარედ კუშნერი
შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა BBC-ს და AFP-ს განუცხადა, რომ მსჯელობა „პროდუქტიული და კონსტრუქციული” იყო”.
წყაროს თანახმად, უკრაინამ წარმოადგინა ახალი იდეები და წინადადებები, რომლებიც დეტალურად განიხილეს. რა წინადადებებია ეს, თეთრი სახლის წარმომადგენელს არ დაუკონკრეტებია. მისივე ცნობით, ოსლოში განიხილეს სამშვიდობო პროცესის ძირითადი ელემენტები, მათ შორის უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები.
უკრაინული გამოცემის, „ევროპეისკა პრავდას” ინფორმაციით, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოსლოში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ამერიკულმა მხარემ ხაზი გაუსვა უსაფრთხოების გარანტიების საიმედოობას.
გამოცემა Axios-ის წყაროთა ცნობით, ჯარედ კუშნერმა უკრაინას კიდევ ერთხელ მოსთხოვა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმების შეწყვეტა.
ასევე ნახეთ
ჰეგსეთი უარყოფს პენტაგონის კავშირს უკრაინისთვის Starshield-ის შეზღუდვასთანდონალდ ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტად მეორე ვადით არჩევის შემდეგ უშედეგოდ ცდილობს რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებას.
ბოლო ხანს ისევ გამწვავდა უკრაინის და აშშ-ის პრეზიდენტების ურთიერთობა.
დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას, რუსეთს მისცეს დიზელის საწვავის ექსპორტის უფლება, ვოლოდიმირ ზელენსკის მხრიდან მწვავე კრიტიკა მოჰყვა. მანამდე ვაშინგტონმა კიევს არაერთხელ მოსთხოვა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე შეტევის შეწყვეტა.
შედეგი არ მოჰყოლია ტრამპის მიერ რუსეთ-უკრაინას შორის გამოცხადებულ ენერგოზავს, რომელსაც უკრაინამ მხარი დაუჭირა. რუსეთმა უკრაინის ენერგოობიექტებზე შეტევა გააგრძელა. თავის მხრივ, უკრაინამ განაახლა დარტყმები რუსეთის ტერიტორიაზე.
ბოლო დღეებში ტრამპმა არაერთხელ განაცხადა, რომ ზელენსკის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა არ სურს და უკრაინას სხვა ლიდერი სჭირდება. უკრაინის პრეზიდენტს არაერთხელ უთქვამს, რომ მოლაპარაკებებისა და შეთანხმებისთვის მზად არის, მაგრამ არა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის ხარჯზე.