მოკლედ
- ირაკლი კობახიძემ პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, გიორგი ზურაბაშვილი, დანიშნა. მისი ახალი პოზიციის მიუხედავად, ზურაბაშვილი მაკა ბოჭორიშვილის მოადგილის სტატუსსაც შეინარჩუნებს.
- "კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება, არსებული სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შენარჩუნება და განვითარება და ჰუმანიტარულ საკითხებზე მუდმივი დიალოგის წარმოება ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია", - თქვა კობახიძემ ზურაბაშვილის წარდგენისას მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
ამის შესახებ კობახიძემ მხოლოდ 2026 წლის 18 აგვისტოს ისაუბრა და თქვა, რომ მან „სხვა სფეროში გადაინაცვლა და ეს თანამდებობა საკუთარი ნებით დატოვა“.
ასევე ნახეთ
ზურაბ აბაშიძე ელჩად დაინიშნა ბოსნია და ჰერცეგოვინაში, ჩრდილოეთ მაკედონიასა და ალბანეთში"ჩვენ აქცენტი გავაკეთეთ სექციაზე, რომელიც შვეიცარიის დიპლომატიურ წარმომადგენლობაში მოქმედებს და როგორც მოგეხსენებათ, მთავრობის ყოფილი წევრი დაინიშნა სექციაში ჩვენს წარმომადგენლად - ბატონი ალეკო წულაძე. ძალიან ბევრი რამ გაკეთდა ბოლო პერიოდის განმავლობაში უშუალოდ ბატონი ალეკოს ხელმძღვანელობით, თუმცა დავინახეთ ამ პერიოდის განმავლობაში, რომ დამატებით არის ძალიან მნიშვნელოვანი სპეცწარმომადგენლის თანამდებობის არსებობა და თანამდებობის პირის დანიშვნა. შესაბამისად, პრაქტიკის გათვალისწინებით, ჩვენ მივიღეთ საბოლოო გადაწყვეტილება სპეცწარმომადგენლის დანიშვნის თაობაზე“, - თქვა ირაკლი კობახიძემ. ალექსანდრე წულაძე, რომელიც რუსეთში, შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოში საქართველოს ინტერესების სექციის ხელმძღვანელად 2025 წლის 17 დეკემბერს დაინიშნა, მანამდე განათლების მინისტრი იყო.
ჟურნალისტის კითხვას, ახალი ნაბიჯების გადადგმა თუ იგეგმება რუსეთთან ურთიერთობაში, კობახიძემ კონკრეტული პასუხი არ გასცა.
„რეალურად რაიმე ახალი ეტაპი არ იწყება, [...] დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას აქვს თავისი ბარიერი, ეს მოცემულობა არ შეცვლილა, შესაბამისად, არც ჩვენი დამოკიდებულება არის შეცვლილი", - თქვა მან.
გიორგი ზურაბაშვილს, რომელიც სახელმწიფო უწყებებში 1992 წლიდან მუშაობს, საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი 2021 წელს მიენიჭა. 2014-2024 წლებში ის ირლანდიაში ჯერ დესპანის, შემდეგ კი ელჩის რანგში მსახურობდა.
2005-2012 წლებში გიორგი ზურაბაშვილი საქართველოს მთავრობის კანცელარიის პროტოკოლის დეპარტამენტის უფროსი იყო.
გიორგი ზურაბაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის რანგში, 2026 წლის 17 ივნისს შეხვდა ბრიტანეთის ელჩს, რომელიც საგარეოში მას შემდეგ დაიბარეს, რაც "ჩრდილოვანი ფლოტის" გემებისთვის სანქციების გაფართოების კონტექსტში ნახსენები იყო საქართველო ხომალდ SILVAR (IMO 9291262)-თან დაკავშირებით, რომელსაც, საელჩოს განცხადებით, აქვს ქართულ პორტში შემოსვლის ისტორია.
ზურაბაშვილი შეხვდა ასევე ევროკავშირის ელჩს 2026 წლის 12 თებერვალს - ამ შეხვედრის შინაარსის შესახებ საელჩომ და საგარეომ სხვადასხვა ცნობები გაავრცელეს. საგარეოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრის მიზანი იყო „საქართველოს პოზიციის გადაცემა ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული შემზღუდავი ზომების დაცვისა და სანქციების გვერდის ავლის შემთხვევების აღკვეთა-პრევენციის მიზნით ქვეყნის მიერ გაწეული ძალისხმევის თაობაზე“.
ასევე ნახეთ
„საელჩოების შესაძლო შეზღუდვა“, ყულევის პორტის შესაძლო სანქცირება - ჰერჩინსკი ზურაბაშვილს შეხვდაზურაბიშვილი იყო იმ შეხვედრაზეც, რომელიც საგარეოში შედგა გერმანიის ყოფილი ელჩის, პეტერ ფიშერის დაბარების შემდეგ - მის დაბარებას საქართველოს საგარეო უწყებაში ელჩის მიმართ სოლიდარობის მარში მოჰყვა თბილისში.