Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს

შეხვედრა საგარეო საქმეთა სამინისტროში.
შეხვედრა საგარეო საქმეთა სამინისტროში.

დიდი ბრიტანეთის ელჩი, გარეთ უორდი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ჰყავდათ დაბარებული მას მინისტრის პირველ მოადგილე გიორგი ზურაბაშვილი შეხვდა.

„იმ პირობებში, როდესაც საქართველოს მიერ საერთაშორისო სანქციების დარღვევის არცერთი ფაქტი არ არსებობს და საქართველოს ხელისუფლება შეუფერხებლად თანამშრომლობს საერთაშორისო პარტნიორებთან, გაუგებარია მუდმივი სპეკულაციები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით“, - აცხადებენ სამინისტროში.

უწყებამ გაიხსენა დიდი ბრიტანეთის მიერ გემის SILVAR (IMO 9291262) დასანქცირების საკითხზე საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადება, რომელშიც საქართველოც იყო ნახსენები.

„[სანქციების ახალ] პაკეტში ასევე შევიდა ხომალდი SILVAR, რომელიც მიმდინარე წლის დასაწყისში საქართველოში არსებულ პორტში იმყოფებოდა“, - ეწერა საელჩოს ფეისბუკგვერდზე გუშინ, 16 ივნისს გავრცელებულ განცხადებაში.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ამ განცხადებაში საქართველოს ხსენება „მიუღებლად მიაჩნია“, „მაშინ, როდესაც გემის საქართველოში შემოსვლისა და ოპერირების დროს, მის მიმართ არ არსებობდა არცერთი საერთაშორისო სანქცია“.


ფორუმი

XS
SM
MD
LG