რუსეთი და უკრაინა შეთანხმდნენ საომარი მოქმედებების დროებით შეწყვეტაზე რუსეთის სამხედროების მიერ დაკავებული ქალაქის, ოლეშკის რაიონში, რათა უზრუნველყოფილი იყოს ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება და მომზადდეს მოსახლეობის ევაკუაცია. როგორც თეთრი სახლი იუწყება, ამ შეთანხმების მიღწევაში მონაწილეობდა აშშ-ის პირველი ლედი, მელანია ტრამპი.
ოლეშკში ზავი 29 ოქტომბერს დაიწყება.
"ორივე ქვეყნის სამოქალაქო მმართველები - არა სამხედროები - შეთანხმებით იმუშავებენ, რათა ოლეშკის მცხოვრებნი თავ-თავიანთ სახლებში მოინახულონ და მათთვის აუცილებელი დახმარების ხარისხი განსაზღვრონ. მოსახლეობა, რომელიც ევაკუაციას მოისურვებს, მიიღებს კოორდინირებულ მხარდაჭერას და ტრანსპორტირებას მათ მიერ არჩეულ დანიშნულების პუნქტში. ვვარაუდობ, რომ ზოგიერთითვის ეს იქნება რუსეთი, ზოგიერთისთვის უკრაინა" , თქვა მელანია ტრამპმა.
პირველი ლედი დასძენს, რომ მთელს პროცესს აღრიცხავენ ამერიკის მედიის ჟურნალისტები, თუმცა მას არ ცალკეული მედიასაშუალებები არ დაუკონკრეტებია.
მანამდე ადამიანის უფლებების საკითხებში უკრაინის უმაღლესი რადის რწმუნებული, დმიტრო ლუბინეცი იუწყებოდა, რომ უკრაინა და რუსეთი ამზადებენ ოლეშკში დარჩენილი მოსახლეობის ევაკუაციის გეგმას. მისი თქმით, საქმე ეხება ევაკუაციას საკუთრივ ქალაქიდან და კიდევ ექვსი მიმდებარე დასახლებული პუნქტიდან. უკრაინის მხარის შეფასებით, იქ, შესაძლოა, რჩებოდეს 6000-მდე სამოქალაქო პირი, მათ შორის 200-მდე ბავშვი.
16 ოქტომბერს პაპი ლეონ XIV რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმურ პუტინთან საუბარში გამოვიდა ოლეშკის რაიონში ცეცხლის შეწყვეტის მოწოდებით. პპაპმა გამოთქვა "ღრმა შეშფოთება" ქალაქში შექმნილი რთული ჰუმანიტარული მდგომარეობის გამო და გამოვიდა მოწოდებით შეიქმნას პირობები საკვების და მედიკამენტების ჩასატანად, ასევე სამოქალაქო მოსახლეობის საკუთარი ნებით, უსაფრთხოდ ევაკუაციისთვის. პაპმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ვატიკანი მზადაა ხელი შეუწყოს დიალოგს და ომის მშვიდობიან მოგვარებას.
ოლეშკი რუსეთის კონტროლის ქვეშ 2022 წლიდანაა. 2026 წლის შემოდგომაზე მოსახლეობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. დრონებით მიტანილი სისტემატიური იერიშების გამო ქალაქში საკვების, ელექტროენერგიისა და სამედიცინო დახმარების დეფიციტია.
მოსახლეობას არ შეუძლია ქალაქის უსაფრთხოდ დატოვება, ზოგ შემთხვევაში დაღუპული ახლობლების დასაფლავებაც კი.