ფოთში ქმარმა ცოლი მოკლა

მოკლედ

  • ფოთში ცოლის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს კაცი, რომელმაც გამოძიების ვერსიით, ცოლი ბალიშით გაგუდა - ქალის სიკვდილის შემდეგ განცხადება პოლიციაში მან თავად გააკეთა, თუმცა თქვა, რომ მათ სახლში გაზის გაჟონვა მოხდა. ბუნებრივი აირი საცხოვრებელ სახლში მან სავარაუდოდ მკვლელობის კვალის დასაფარად გაუშვა.
  • როგორც რადიო თავისუფლებას უთხრეს შინაგან საქმეთა სამინისტროში, მოკლული არის 47 წლის ქალი - შემთხვევა 25 ოქტომბერს მოხდა.
  • წყვილს ჰყავს სამი ზრდასრული შვილი, რომლებიც მათთან ერთად არ ცხოვრობდენ.
  • პოლიციას წარსულში არ ჰქონია მიღებული კაცის წინააღმდეგ საჩივარი ცოლის მიმართ ძალადობის შესახებ.
"გამოძიება ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ფაქტზე, დამამძიმებელ გარემოებაში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს" - უთხრეს რადიო თავისუფლებას შსს-ს პრესსამსახურში.

შემთხვევის ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ეკიპაჟს ქალი უკვე გარდაცვლილი დახვდა - კაცი პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა.

ასევე ნახეთ

მკვლელობა ქალობის გამო - რას ამბობს ახალი ანგარიში ფემიციდზე

წლების მიხედვით, საქართველოში, ფემიციდის სტატისტიკის დინამიკა აჩვენებს, რომ 2014 წლიდან 2024 წლამდე ყველაზე დაბალი მაჩვენებელი იყო 2019 წელს - ფემიციდის 15 შემთხვევა, 2014 წელს – 33. სხვა წლებში ეს რიცხვი ხან მცირედ იკლებდა, ხან იმატებდა. მაგალითად, 2020-ში იყო ფემიციდის 20 შემთხვევა, 2021-ში -18, 2022-ში კი - 22.