გაერთიანებული სამეფოსა და პოლონეთის თავდაცვის მინისტრებმა უეს სტრიტინგმა და ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა ხელი მოაწერეს თავდაცვის შესახებ ახალ შეთანხმებას, რომელიც რუსეთისგან მომდინარე საფრთხეებთან გამკლავებას ითვალისწინებს.
“ბრიტანეთი უფრო დაცული იქნება პოლონეთთან ახალი თავდაცვითი შეთანხმების შედეგად, რომელიც გულისხმობს რუსული საფრთხეების შეკავებას”, - აღნიშნულია გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს პრესრელიზში, რომლის თანახმად, შეთანხმებით, რომლის სახელწოდებაა - “ვარშავის თავდაცვის გეგმა”, ორი სახელმწიფო ითანამშრომლებს ზღვაში, ხმელეთზე, ცაში, კიბერსივრცესა და მრეწველობაში, ევროპის აღმოსავლეთ ფლანგის უსაფრთხოების განსამტკიცებლად.
პოლონეთში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ “პოლონეთი და გაერთიანებული სამეფო უახლოესი მოკავშირეები არიან - “ბრიტანეთისთვის ბრძოლის” (მეორე მსოფლიო ომი - რ.თ.) დროს ერთად ფრენით დაწყებული, „ენიგმას“კოდის (მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანიის შეიარაღებული ძალების მიერ გზავნილების უსაფრთხო გაცვლის დაშიფრული სისტემა - რ.თ.) გაშიფრვით გაგრძელებული, უკვე საუკუნეა პოლონეთი „სასიცოცხლო პარტნიორია“ ბრიტანეთის თავდაცვისთვის.
ასევე ნახეთ
ბერნემისა და ზელენსკის შეხვედრაზე ოფიციალური ინფორმაცია გავრცელდა: მსოფლიოსთვის კიდევ ერთხელ გახდა ნათელი, ვინ არის აგრესორიგაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ “ვარშავის თავდაცვის გეგმა” წარმოადგენს „გაერთიანებული სამეფოსა და პოლონეთის უსაფრთხოებისა და თავდაცვის პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულების“ განხორციელების პირველ ფაზას და მოიცავს შემდეგ სფეროებს:
- საჰაერო თავდაცვის ახალი თაობის რაკეტების წარმოებასა და განვითარებაში თანამშრომლობა;
- დრონებისა და დრონების საწინააღმდეგო ტექნოლოგიების განვითარება, მშვიდობიანი მოსახლეობისა და კრიტიკული ეროვნული ინფრასტრუქტურის მიმართ არსებული საფრთხეების შეკავება, ვინაიდან რუსეთი აძლიერებს გაერთიანებულ სამეფოსა და ევროპაში დრონებით შეჭრის კამპანიას;
- კიბერუსაფრთხოებისა და კიბერმედეგობის გაძლიერებაში თანამაშრომლობა ორივე ქვეყნის თავდაცვითი და სამოქალაქო ობიეტების დასაცავად;
- საფრეგატო შესაძლებლობების განვითარებაში გამოცდილების გაზიარება;
- ბალტიის ზღვაში თავდაცვითი ნაოსნობის გააქტიურება, წვრთნებისა და რეგიონული კოორდინაციის გზით, რაც ბრიტანეთისა და პოლონეთის შეიარაღებულ ძალებს დაეხმარება სასიცოცხლო საკომუნიკაციო ხაზების დაცვაში.
ახალი შეთანხმება აგრეთვე გულისხმობს თანამშრომლობას თავდაცვითი მრეწველობის სფეროში - თავდაცვითი შესყიდვების კოორდინაციას.
ასევე ნახეთ
ეუთოში ბრიტანეთის დელეგაციის წევრი რუსეთს პასუხობს: რუსეთის მუქარები ვერ შეგვაშინებს. გავაგრძელებთ უკრაინისთვის დახმარების მიწოდებასგაერთიანებული სამეფოსა და პოლონეთის თავდაცვითი მრეწველობის კომპანიები BAE Systems-ი და PGZ-ი გაზრდიან მსხვილკალიბრიანი საბრძოლო მასალის წარმოებას. ორი სახელმწიფო ითანამშრომლებს თავდაცვითი განათლების, წვრთნისა და სამუშაო ძალის მობილობის ხელშეწყობაში.
გაერთიანებული სამეფო და პოლონეთი მონაწილეობენ ფართომასშტაბიან წვრთნებში - Steadfast Defender-ი, Polish Dragon-ი და Joint Warrior-ი, რომლებიც უზრუნველყოფს მათ მზადყოფნას მომავალი კონფლიქტებისთვის.
ლონდონას და ვარშავას შორის ახალი თავდაცვითი შეთანხმების გაფორმება წინ უძღვის “მსურველთა კოალიციის” მნიშვნელოვან წვრთნებს, რომელიც ნოემბერში პოლონეთში გაიმართება. მასში მონაწილეობას მიიღებს ათასობით სამხედრო “მრავალეროვნული ძალები - უკრაინა”-ს მზადყოფნის უზრუნველსაყოფად. ეს ძალები შემდგომში მზად იქნებიან უკრაინაში სამხედრო წვრთნებისა და ომისშემდგომი აღმშენებლობის მხარდასაჭერად.