რუსულმა Ozon-მა უკრაინული დრონებით მიყენებული ზარალი დათვალა - 30,1 მილიარდი რუბლი

უკრაინული დრონებით შეტევის შედეგად გამოწვეული ხანძარი Ozon-ის საწყობებში. მოსკოვის ოლქი, 2026 წლის აგვისტო

ონლაინ-ვაჭრობის რუსული კომპანია Ozon-ი უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევის შედეგად 30,1 მილიარდი რუბლით (დაახლოებით 373 მილიონი აშშ დოლარი) დაზარალდა 2026 წლის მესამე კვარტალში.

ამ წლის ივლისის, აგვისტოს და სექტემბრის ფინანსური ანგარიში კომპანიის საიტზე 28 ოქტომბერს გამოქვეყნდა. ამავე დოკუმენტის მიხედვით, 30-მილიარდიანი ზარალის ფონზე წმინდა მოგება მხოლოდ 3,7 მილიარდი რუბლი იყო.

Ozon-ის თანახმად, 2026 წლის აგვისტოდან უპილოტო საფრენი აპარატების დარტყმით გამოწვეული სხვადასხვა ხარისხის ხანძრები იყო ლოგისტიკის 11 ობიექტზე. დაზღვეული იყო რისკების მხოლოდ ნაწილი და სადაზღვევო კომპანიებთან მიმდინარეობს კომპენსაციის საკითხის განხილვა.

  • უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსეთის სხვადასხვა რეგიონში Ozon-ის საწყობებზე დრონებით შეტევები 2026 წლის აგვისტოდან დაიწყეს. მანამდე, ივლისის მეორე ნახევრიდან დრონებით ინტენსიური შეტევა დაიწყო ონლაინ-ვაჭრობის კიდევ ერთი რუსული კომპანიის, Wildberries-ის საწყობებზე.
  • გაცილებით ადრე რუსეთის ჯარებმა დაიწყეს უკრაინული კომპანიების, მათ შორის ონლაინ-ვაჭრობის კომპანიების საწყობების განადგურება.

ასევე ნახეთ

ფრონტზე “გაჭედილი” კრემლის ტერორი – რას ბომბავს რუსეთი უკრაინაში და რა მიზნით?