“გამოკითხვაში” სერბეთის არჩევნები და საფრანგეთის საპროტესტო გამოსვლები მხოლოდ ფონია - ფოკუსი ქართველ ახალგაზრდებზე გვაქვს, რომლებიც ერთ-ერთი პირველები იყვნენ, ვინც Gen-Z-ის ძალა აჩვენეს პროტესტებში. მათი დიდი ნაწილი ისევე მოულოდნელად გაქრა ქუჩიდან, როგორც გამოჩნდა. გიორგი ამბობს, რომ როცა ავტორიტარიზმი ახალგაზრდების აწმყოში გაჭედვას და არსებული ვითარების “ნორმალიზაციას” ცდილობს, მათ გულს ის მოიგებს, ვინც მათ მომავალზე დაელაპარაკება.
“საქართველოში შეიძლება ძალაუფლება ქუჩაში ეგდოს, ტალახიან, გადათხრილ რუსთაველზე და მას ჩაბღაუჭება ჭირდება”- ამბობს ის და წინა წლებში განიავებულ სოციალურ და პოლიტიკურ კაპიტალზე პასუხისმგებლად მიიჩნევს “პოლიტიკურ ჯგუფებს, რომლებმაც ვერ დაინახეს რამდენად დიდი იყო ცვლილებების [სურვილის] მასშტაბი”.