რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ჩავიდა აშშ-ის ქალაქ ატლანტაში, სადაც მონაწილეობას მიიღებს „დიდი ოცეულის“(G20) წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში.
მინისტრების შეხვედრა 30-31 ოქტომბერს გაიმართება.
- ლავროვი იმ რუს მაღალჩინოსნებს შორისაა, რომელთა წინააღმდეგაც უკრაინაში ომის გამო მოქმედებს აშშ-ის სანქციები.
- ამ პირებს აშშ-ში ჩასვლა ეკრძალებათ.
- პერიოდულად სახელმწიფო დეპარტამენტი ლავროვს დროებით ნებართვას აძლევს მაგალითად, გაეროს სხდომებში მონაწილეობის მიზნით ნიუ-იორკში ჩასასვლელად. ატლანტაში ვიზიტის შემთხვევაშიც ასე მოხდა.
რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „ტასის” ცნობით, ლავროვის თვითმფრინავმა გვერდი აუარა „არამეგობრულ ქვეყნებს” და მოსკოვიდან ატლანტაში ჩასასვლელად 20 საათი და 10 წუთი დასჭირდა.
- რუსეთი „არამეგობრულს” უწოდებს იმ ქვეყნებს, რომლებმაც უკრაინაში ომის გამო რუსეთს საჰაერო სივრცე დაუხურეს.
ასევე ნახეთ
პუტინს ჯერ არ გადაუწყვეტია, მიიღებს თუ არა აშშ-ის მიწვევას G20-ის ლიდერთა სამიტზეაშშ-ში, ქალაქ მაიამიში 14-15 დეკემბერს გაიმართება „დიდი ოცეულის“ წევრი ქვეყნების ლიდერთა სამიტიც, რომელზეც შეერთებულმა შტატებმა მიიწვია რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი.
- G20-ის ბოლო სამიტი, რომელსაც პუტინი დაესწრო, 2019 წელს გაიმართა იაპონიის ქალაქ ოსაკაში.
- კორონავირუსის პანდემიის და უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ პუტინი რამდენიმე სამიტში ონლაინ მონაწილეობდა. სამიტების მასპინძელ ქვეყნებში რუსეთის დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრი ლავროვი ხელმძღვანელობდა.