თბილისში, ვაშლიჯვარში, არზაყან ემუხვარის ქუჩაზე, წუხელ კლდის ჩამოშლის შედეგად გადმოვარდნილი ლოდი სახლს დაეცა და ერთი ადამიანი დაშავდა.
საგანგებო სიტუაციების სამსახურში რადიო თავისუფლებას განუცხადეს, რომ დაშავებულია კაცი, რომელიც სახლიდან "კონტაქტურ მდგომარეობაში გამოიყვანეს". ის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.
ინფორმაცია მომხდარის შესახებ თავდაპირველად სოციალურ ქსელში, ერთ-ერთ ჯგუფში გავრცელდა. მომხმარებელი თბილისის მერიას მიმართავდა.
დამატებითი ინფორმაციის მიღებას რადიო თავისუფლება თბილისის მერიისგან ელოდება.