რიგით 46-ე „შაბათის მარში“ - "საქართველო ივანიშვილის წინააღმდეგ"

"შაბათის მარში", 31 ოქტომბერი, 2026 წელი

თბილისში ტრადიციული, რიგით 46-ე „შაბათის მარში“ იმართება. საპროტესტო მსვლელობა მეტრო „ავლაბრიდან“ დაიწყო.

"ბორია არ იქნება საქართველოს მომავალი", "ძირს რუსეთის დამპალი იმპერია" - ისმის მსვლელობის მონაწილეთა შეძახილები.

შაბათის მარში, 31 ოქტომბერი, 2026 წელი

უწყვეტი საპროტესტო აქციები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებიდან დაახლოებით ერთ თვეში, 28 ნოემბერს დაიწყო. იმ დღეს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების საკითხს 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგიდან ხსნიდა.

ოპოზიციურად განწყობილი მოქალაქეების პროტესტი ხელისუფლების მიერ არაერთი კანონის მიღების მიუხედავად გრძელდება. ეს კანონები ადგილობრივმა ორგანიზაციებმა და საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლებმა „რეპრესიულად“ შეაფასეს. მათ შორისაა