უკრაინასა და რუსეთში კიბერშეტევა იყო მოქალაქეთა გაფრთხილების სისტემებზე

საილუსტრაციო ფოტო

უკრაინაში კიბერშეტევა იყო აპლიკაციაზე „საჰაერო განგაში“, რომლითაც ქვეყნის მოქალაქეები მობილური ტელეფონებით იღებენ შეტყობინებებს მოსალოდნელ საჰაერო შეტევაზე. ანალოგიურ აპლიკაციაზე კიბერშეტევის შესახებ განაცხადა რუსეთმაც.

„ქიმიური საფრთხე" და „ქუჩის ბრძოლები"

უკრაინულ აპლიკაციაზე კიბერშეტევა პირველ ნოემბერს ღამით იყო.

აპლიკაციაში გამოჩნდა ყალბი შეტყობინებები უკრაინულ ენაზე კიევში ქიმიური საფრთხისა და ქუჩის ბრძოლების საფრთხის შესახებ და ტექსტი რუსულ ენაზეც: „ახლა მთელ უკრაინაში იქნება ბირთვული განგაში. არ იღელვოთ, მოფრინავს ორეშნიკი(რ.თ. რუსული რაკეტა)“.

უკრაინის ხელისუფლებამ მოქალაქეები სოციალური ქსელებით გააფრთხილა, რომ შეტყობინებები ყალბია. აპლიკაცია დროებით გათიშეს.

კიბერშეტევიდან რამდენიმე საათის შემდეგ აპლიკაციის ეტაპობრივად აღდგენა დაიწყო.

ასევე ნახეთ

ჰაკერების თქმით, "როსსტატზე" კიბერთავდასხმით მოიპოვეს ინფორმაცია ომში რუსეთის დანაკარგებზე

„მასირებული კიბერშეტევა"

2 ნოემბერს, ადგილობრივი დროით დაახლოებით 02:00 საათისთვის რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრომ გამოაცხადა, რომ მის მობილურ აპლიკაციაზე „მასირებული კიბერშეტევა" იყო, რის შედეგადაც მოსახლეობამ ცრუ შეტყობინებები მიიღო.

სამინისტროს თანახმად, დაწყებულია მუშაობა აპლიკაციის ნორმალური ფუნქციონირების აღსადგენად.

ადგილობრივი მედიის ცნობით, კიბერშეტევის შედეგად აპლიკაციის მომხმარებლებს გაეგზავნათ შეტყობინებები ბირთვული დარტყმის საფრთხის შესახებ.

ასევე ნახეთ

რუსთავის ავტობუსებში პორნოგრაფიული კადრები გავრცელდა - ადმინისტრაცია კიბერშეტევაზე საუბრობს