ღაზაში ისრაელის დატყმას ემსხვერპლა ოთხი პირი, მათ შორის ერთი ჰამასელია და ერთი მოზარდი

(არქივი)

ღაზისს ჯანდაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის ოფიციალურმა პირებმა სამშაბათს განაცხადეს, რომ ისრაელის დარტყმებს პალესტინის ტერიტორიაზე სულ მცირე ოთხი ადამიანი ემსხვერპლა. მათი ცნობით მათ შორის ერთი ჰამასის (აშშ-ში და ევროკავშირში ტერორისტულად შერაცხილი) უსაფრთხოების სამსახურის წევრი და მოზარდი გოგონა.

ოფიციალურად ჰამასის დაქვემდებარებაში მყოფ ღაზაში მდებარე ნასერის საავადმყოფოში განაცხადეს, რომ სამი ადამიანი მიყვანისას უკვე გარდაცვლილი იყო, ხოლო რამდენიმე სხვა დაშავდა მას შემდეგ, რაც ისრაელის დარტყმა მოხვდა კარავს, სადაც იძულებით გადაადგილებულ პირები ცხოვრობდნენ ხან-იუნისის დასავლეთით, სექტორის სამხრეთში.


ჰამასის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ასევე განაცხადა, რომ შიდა უსაფრთხოების სამსახურის წევრი, მოჰამედ შალუფი დაიღუპა საჰაერო დარტყმის შედეგად ალ-მავასიში, ხან-იუნისის დასავლეთით.
ისრაელის სამხედრო უწყებამ AFP-ს განუცხადა, რომ მან დარტყმა მიაყენა ამ ტერიტორიაზე მყოფ სამხედრო ოპერატიულ პირებს, დამატებითი დეტალების დაუზუსტებლად. ცალკე თავდასხმისას გოგონა დაიღუპა, როდესაც ისრაელის დრონმა დაარტყა კარავს ღაზის პარკში, განუცხადა AFP-ს ღაზის სამოქალაქო თავდაცვის სპიკერმა მაჰმუდ ბასალმა.

ისრაელი 2025 წლის ოქტომბერში დათანხმდა შეერთებული შტატების შუამავლობით მიღწეულ ცეცხლის შეწყვეტას. პრემიერმინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ პირობა დადო, რომ არ შეანელებს დარტყმებს ჰამასის წინააღმდეგ, რომელიც მეთაურობდა 2023 წლის 7 ოქტომბრის თავდასხმას ისრაელზე, და არ გამოიყვანს ჯარებს ღაზიდან, სანამ ჰამასი არ დაყრის იარაღს.
2023 წლის თავდასხმას 1 221 ადამიანი ემსხვერპლა, AFP-ის მონაცემებით, რომლებიც ისრაელის ოფიციალურ ციფრებს ეფუძნება. ბოევიკებმა ასევე გაიტაცეს ღაზაში 251 მძევალი, რომელთა ნაწილი ტყვეობაში გარდაიცვალა. საპასუხოდ ისრაელმა სახმელეთო და საჰაერო იერიშები მოაწყო და მასშტაბურმა შეტევამ ღაზის სექტორის უმეტესი ნაწილი ნანგრევებად აქცია და 74 600-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა.

ეს მონაცემები ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს ეკუთვნის, მას გაერო იზიარებს და დამოუკიდებელი ინსტიტუტების ანგარიშიც ადასტურებს.

შარშან ცეცხლის შეწყვეტის გამოცხადების შემდეგ ისრაელის დარტყმებს თითქმის 1 600 ადამიანი ემსხვერპლა, ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, რომლის ციფრებსაც გაერო ზოგადად სანდოდ მიიჩნევს. ისრაელის არმიამ ამავე პერიოდში თავისი შვიდი ჯარისკაცი დაკარგა.

ასევე ნახეთ

ღაზის უნივერსიტეტზე ისრაელის იერიშის შედეგად მოკლულია სამი პალესტინელი