აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შერეული საბრძოლო ხელოვნების მსოფლიოს უმსხვილესი ორგანიზაციის, Ultimate Fighting Championship-ის (UFC) ხელმძღვანელს, დეინა უაიტს, თეთრი სახლის პრესმდივნის თანამდებობის დაკავება შესთავაზა.
„მე ვთხოვე მას, რომ თანაშემწეებად - თუნდაც ზოგიერთი მათგანი ჩვენი ქვეყნიდან არ იყოს - ისეთი ადამიანები მიიწვიოს, როგორებიც არიან ისლამ მახაჩევი, ხაბიბ ნურმაგომედოვი, ჯასტინ გეიჯი, დენიელ კორმიე, ამანდა ნუნიესი და კაილა ჰარისონი. ეს ხალხი გვჭირდება იმისთვის, რომ „გიჟი მემარცხენეებისგან“ დაგვიცვან“, - დაწერა ტრამპმა სოციალურ ქსელ Truth Social-ში.
ყველა, ვინც ტრამპმა ჩამოთვალა, მებრძოლია, რომლებიც UFC-ის ეგიდით გამოდიოდნენ ან ახლაც გამოდიან. მახაჩევი და ნურმაგომედოვი რუსეთიდან არიან, გეიჯი, კორმიე და ჰარისონი - ამერიკელები არიან, ხოლო ნუნიესი - ბრაზილიელი.
უაიტი რესპუბლიკელების ძველი მხარდამჭერია. იგი ტრამპს როგორც 2020, ისე 2024 წლის არჩევნებში უჭერდა მხარს. უაიტმა არაერთხელ გადაუხადა მადლობა აშშ-ის პრეზიდენტს UFC-ის მხარდაჭერისთვის. იგი ჰყვებოდა, რომ ტრამპი ორგანიზაციას დაეხმარა 2001 წელს, მისი არსებობის გარიჟრაჟზე, და საშუალება მისცა, პირველი ღონისძიება ჩაეტარებინათ იმ მოენტისთვის მის საკუთრებაში არსებულ სასტუმროში - Trump Taj Mahal ატლანტიკ-სიტიში. 2026 წლის 14 ივნისს, ტრამპის 80 წლის იუბილეზე, UFC-მ თეთრი სახლის გაზონზე მოაწყო ბრძოლები.
თეთრი სახლის ბოლო პრესმდივანი იყო კეტი ზაქარია - მან თანამდებობა 16 ოქტომბერს დატოვა ხუთდღიანი მუშაობის შემდეგ.