შოიგუმ ამის შესახებ 9 ნოემბერს მოსკოვში, დსთ-ის წევრი ქვეყნების უშიშროების საბჭოების მდივნების ყოველწლიურ შეხვედრაზე ისაუბრა.
საქართველოს ოპოზიციის და დასავლეთის კრიტიკითა, ასევე სახელმწიფო გადატრიალების მცდელობებზე მითითებით განცხადებებს ხშირად აკეთებენ როგორც „ქართული ოცნების“, ისე რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები.
ასევე ნახეთ
ზახაროვამ დასავლელი „მოთამაშეები“ დაადანაშაულა საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევაშიამავე შეხვედრაზე შოიგუმ საქართველოსა და რუსეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებაზეც ისაუბრა.
„მივესალმებით საქართველოსა და რუსეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის აქტიურ განვითარებას. ამასთან, ხაზს გავუსვამ, რომ რეგიონული პრობლემები პოლიტიკური და დიპლომატიური საშუალებებით, გარე ქვეყნების ჩარევის გარეშე უნდა გადაწყდეს“, - განაცხადა შოიგუმ.
მან ასევე მხარი დაუჭირა „3+3“ ფორმატის გააქტიურებას, რომელშიც ამ ეტაპზე რუსეთი, ირანი, თურქეთი, სომხეთი და აზერბაიჯანი შედიან.
„ამ კონტექსტში მნიშვნელოვანია რეგიონული საკონსულტაციო პლატფორმის, „3+3-ის" მუშაობის განახლება“, - დასძინა რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა.
ასევე ნახეთ
„უნდა ვმონაწილეობდეთ“ - ქართველი ექსპერტი მოსკოვში „3+3“ ფორმატის შეხვედრას დაესწრორუსეთის არაერთი მოწოდების მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ „3+3“ ფორმატის შეხვედრებში მონაწილეობას არ მიიღებს. ამასთან, ამ პლატფორმის სახელით გამართულ საექსპერტო შეხვედრებს ქართველი ექსპერტები უკვე ორჯერ დაესწრნენ.