უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელმა, საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსმა რუსტემ უმეროვმა 10 ნოემბერს დილით სოციალურ ქსელებში დაწერა, რომ პირველი, ვისაც პოზიციების შეჯერებისა და ნაბიჯების კოორდინირების მიზნით აბუ-დაბიში შეხვდნენ, არიან დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, ნატოს და ევროკომისიის წარმომადგენლები.
შეხვედრას შეუერთდნენ აშშ-ის წარმომადგენლები სტივენ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი.
შემდეგ იქნება სამმხრივი ფორმატით შეხვედრა უკრაინის, აშშ-ის და რუსეთის მონაწილეობით.
უკრაინის პრიორიტეტები
რუსტემ უმეროვის თანახმად, მთავარი პრიორიტეტებია საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტა, ომის შემდეგ უსაფრთხოების საიმედო გარანტიები, უკრაინის ეკონომიკური აღდგენა და განვითარება და ჰუმანიტარული ნაბიჯები.
უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელის განცხადებით, მუშაობენ, რათა ამ საკითხებში მაქსიმალურად წინ წაიწიონ და მშვიდობა მოახლოვდეს.
სამმხრივ მოლაპარაკებებზე აშშ-ს წარმოადგენენ პრეზიდენტ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები სტივენ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი. რუსეთის დელეგაციას ხელმძღვანელობს პრეზიდენტ პუტინის თანაშემწე ვლადიმირ მედინსკი.
- აბუ-დაბიში აშშ-უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებების ამჟამინდელი რაუნდი პირველია 2026 წლის თებერვლის შემდეგ.
ასევე ნახეთ
ზელენსკი: რუსეთი ცდილობს უკრაინა მდინარე დნეპრით გაყოსაშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 9 ნოემბერს თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დასასრულებლად არსებობს მეტი მზადყოფნა და „ძლიერი დახრა“.
აბუ-დაბიში მოლაპარაკების განახლების წინ დასავლეთის სხვადასხვა მედიასაშუალებამ აშშ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლებზე დაყრდნობით დაწერა, რომ გარკვეული ოპტიმიზმი არსებობს, რადგან მხარეები მეტ მოქნილობას იჩენენ და რუსეთისგან არის ომის დასრულების სურვილის ნიშნებიც.