უკრაინის დონეცკის ოლქის ოკუპირებულ ნაწილში რუსეთის სასამართლომ 2008 წელს დაბადებულ პირს, მარიუპოლში მცხოვრებ მიხაილ გულის რვანახევარი წლით მიუსაჯა კოლონიაში პატიმრობა, სახელმწიფოს ღალატის და ასაფეთქებელი ნივთიერებების უკანონო შენახვის ბრალდებებით.
ბრალდების მხარის ვერსიით, ახალგაზრდა კაცი ტელეგრამით დაუკავშირდა უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს და მათ დახმარება შესთავაზა. სასამართლომ მიიჩნია, რომ გული უკრაინის სამხედროებს გადასცემდა ინფორმაციას რუსეთის ძალების ადგილმდებარეობაზე და ასაფეთქებელ მოწყობილობას ინახავდა შესაბამისი დავალების მიღებამდე.
სასამართლოს განცხადებაში მსჯავრდადებული სახელით არ არის მოხსენიებული, რადგან დაკავების მომენტში, 2025 წლის დეკემბერში იგი ჯერ კიდევ არასრულწლოვანი იყო. მისი სახელი გაავრცელა ე.წ. "დონეცკის სახალხო რესპუბლიკის" შტაბმა. ძალოვანი უწყებების მიერ გავრცელებულ ვიდეოჩანაწერში ახალგაზრდა კაცი აღიარებს უკრაინის არმიასთან თანამშრომლობას.