ამ მიზნით პარლამენტში უკვე შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომელმაც 11 ნოემბერს შეხვედრაც გამართა UNESCO-ს წარმომადგენლებთან. შეხვედრის ორგანიზატორი პარლამენტის სოფლის მეურნეობის კომიტეტი იყო.
ამ ეტაპზე საუბარია ამ ტრადიციის UNESCO-ს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში წარდგენის სურვილზე და შესაბამისი მასალების შეგროვება-წარდგენაზე.
„მიმდინარეობს მასალების მომზადება“
პარლამენტის პრესცენტრის ცნობით, 11 ნოემბრის შეხვედრის მონაწილეებმა „სამუშაო ჯგუფის საქმიანობის ანგარიში და სამომავლო გეგმები განიხილეს“:
„განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ნომინაციის წარდგენისთვის საჭირო დოკუმენტაციისა და შესაბამისი მასალების მომზადებას, ასევე სამომავლო ნაბიჯებსა და დაინტერესებულ მხარეებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას“, - წერს პარლამენტი.
სამუშაო შეხვედრა პარლამენტში
„მიმდინარეობს ნომინაციაზე წარსადგენი მასალების მომზადება, რომელიც რამდენიმე მიმართულებას მოიცავს“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარე გელა სამხარაულმა.
„დოკუმენტზე მუშაობის ფარგლებში მზადდება ტრადიციების აღწერილობითი ნაწილი, გროვდება დოკუმენტური მასალები და ხორციელდება შესაბამისი ღონისძიებები, მათ შორის, მიმდინარეობს ტრადიციების ამსახველი დოკუმენტური ფილმის გადაღება და სამეცნიერო კონფერენციის ორგანიზება“, - თქვა მან.
შეხვედრას ესწრებოდნენ კულტურის სამინისტროსა და მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წარმომადგენლებიც.
ასევე ნახეთ
მცხეთის ღვეზელი და ქართული იდენტობა: რა შეიძლება გახდეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი?რა ტრადიციაა ეს?
ლუდის რიტუალური მომზადების პროცესზე პირველმა არხმა 2026 წლის 3 სექტემბრისთვის მოამზადა ვრცელი სიუჟეტი, რომლის თანახმადაც:
- ხევსურეთში ლუდის ქერით დამზადების ტექნოლოგია რამდენიმე ეტაპს მოიცავს;
- ლუდს ხარშავენ სპილენძის დიდ ქვაბში, რომელსაც ხშირ-ხშირი მორევა სჭირდება;
- ხარშვის შემდეგ მასა გადააქვთ ჯვალოს ტომრებში და წურავენ, რის შემდეგაც მეორედ ადუღებენ;
- პროცესში ოთხი ადამიანი მონაწილეობს;
- ტრადიციის თანახმად, პროცესში მხოლოდ კაცები დაიშვებიან.
სიუჟეტის თანახმად, UNESCO-ში ნომინირება 2027 წლის მარტისთვისაა დაგეგმილი.