რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, „გამოჩენილი დიპლომატი“ და „უმაღლესი პროფესიონალი“ ალექსანდრ დარჩიევი „მოულოდნელად გარდაიცვალა“ 11 ნოემბერს.
სამინისტროს 11 ნოემბერს საღამოს გავრცელებულ ცნობაში არ მიუთითებია დარჩიევის გარდაცვალების ადგილი და რაიმე სხვა დეტალი, რასაც ინტერნეტ-სივრცეში მოჰყვა ვერსიები ელჩის გარდაცვალების საეჭვო გარემოებების შესახებ.
11 ნოემბერს ღამით რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ „უხამსი კონსპიროლოგიის" პასუხად, თავის ტელეგრამ-არხზე დაწერა, რომ ალექსანდრ დარჩიევი მოსკოვში გარდაიცვალა „ქრონიკული დაავადებით“.
ამერიკული ტელეკომპანია CNN-ის ინფორმირებული წყაროს ცნობით, ალექსანდრ დარჩიევი ვაშინგტონიდან მოსკოვში დაბრუნდა ხანგრძლივი დაავადების მკურნალობის მიზნით.
დარჩიევი ბოლოს საჯაროდ გამოჩნდა 2026 წლის 23 სექტემბერს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვისა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს შეხვედრაზე, რომელიც ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის სესიის ფარგლებში გაიმართა.
ასევე ნახეთ
მოსკოვის ახალი რუპორი. ვინ არის ალექსანდრ დარჩიევი, რუსეთის ახალი ელჩი აშშ-ში?- ალექსანდრ დარჩიევი აშშ-ში რუსეთის ელჩი იყო 2025 წლის მარტიდან.
- ელჩად დანიშვნამდე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ხელმძღვანელობდა ჩრდილოეთ ამერიკის დეპარტამენტს.
ამ დეპარტამენტის დირექტორის სტატუსით დარჩიევი რუსეთის დელეგაციას ხელმძღვანელობდა შეერთებულ შტატებთან სტამბოლში 2025 წლის თებერვალში გამართულ მოლაპარაკებაზე, რომელიც ეხებოდა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ქვეყნებს შორის შეწყვეტილი ურთიერთობების აღდგენას და საელჩოების მუშაობის განახლებას.