უიტკოფი და კუშნერი რუსეთის პრეზიდენტ პუტინს შეხვდებიან განსახილველად იმ საკითხების, რომლებზეც 10-11 ნოემბერს არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ-დაბიში იმსჯელეს აშშ-უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებების მორიგ რაუნდზე.
აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წარმომადგენლები მოსკოვიდან გაემგზავრებიან დუბლინში, სადაც ამავე მიზნით შეხვდებიან უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის.
ასევე ნახეთ
აბუ-დაბიში დასრულდა აშშ-უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებები10-11 ნოემბერს აბუ-დაბიში გაიმართა აშშ-უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი, რომელიც პირველი იყო 2026 წლის თებერვლის შემდეგ.
ერთადერთი კონკრეტული შეთანხმება, რომელსაც მხარეებმა მიაღწიეს, ტყვეთა დიდი გაცვლაა.
მოლაპარაკებების სხვა დეტალებზე არცერთ მხარეს საჯაროდ არ უსაუბრია. აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენელმა ჯარედ კუშნერმა აბუ-დაბიში 11 ნოემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ განიხილეს რთული თემებიც, რომელთა შორის ყველაზე რთული ტერიტორიების საკითხია.