Microsoft-ის სერვისების მუშაობაში გლობალური შეფერხებაა

12-13 ნოემბერს მთელი მსოფლიოს მასშტაბით შეფერხდა კორპორაცია Microsoft-ის სერვისების, Outlook-ის, Teams-ის და Copilot-ის მუშაობა.

Microsoft-ის ელექტრონული ფოსტის და ონლაინ-კონფერენციების სერვისებს ასეულობით მილიონი ადამიანი იყენებს. ამ სერვისების აქტიური მომხმარებლები არიან სამთავრობო, საფინანსო, საგანმანათლებლო და სხვა დაწესებულებები.

კორპორაციის განმარტებით, გლობალური მასშტაბის ტექნიკური შეფერხება არ უკავშირდება კიბერშეტევას და პრობლემა სერვერების გადატვირთვამ გამოიწვია. Microsoft-მა სისტემის განახლება დაიწყო, რასაც მოსალოდნელზე მეტი დრო დასჭირდა.

პრობლემა შეეხო მსოფლიოს 70-ზე მეტ ქვეყანას.