აშშ-ის ავიაციის ფედერალურმა ადმინისტრაციამ 13 ნოემბერს გააჩერა ქვეყნიდან მიმავალი ყველა რეისი, მას მერე, რაც საჰაერო მოძრაობის კონტროლის ცენტრებში საკომუნიკაციო წყვეტა აღირიცხა.
აშშ-ის შიდა უსაფრთხოების მინისტრის, მარკუეინ მალინის განცხადებით, არ იკვეთება იმის ნიშნები, რომ ქვეყანა საფრთხის ქვეშაა. თუმცა აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ მალინმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ გამოძიება კვლავ მიმდინარეობს და არ გამორიცხა კიბერთავდასხმის შესაძლებლობა - იუწყება სააგენტო ფრანს-პრესი (AFP).
გადაიდო ან გაუქმდა 7000-მდე რეისი, საჰაერო მოძრაობის სადამკვირვებლო სერვისის, FlightAware-ის მონაცემებით. თვითმფრინავებს, რომლებიც უკვე ჰაერში იყვნენ, დაფრენის საშუალება მისცეს, მაგრამ ხმელეთიდან გაფრენა შეუძლებელი იყო.
Reuters-ის შეფასებით, ეს წყვეტა არის ნიშანი აშშ-ის სატრანსპორტო კონტროლის სისტემის გადატვირთულობისა, რასაც იწვევს აღჭურვილობის და კომუნიკაციის ხარვეზები, კონტროლიორთა ნაკლებობა და დაძველებული ინფრასტრუქტურა.
საჰაერო მოძრაობის უწყებების წარმომადგენელთა თქმით, ფედერალურ ადმინისტრაციას არ დაუზუსტებია როდის მოიხსნება აფრენაზე აკრძალვა, თუმცა იკვეთება ნიშნები, რომ კომუნიკაციის პრობლემები ზოგიერთ ადგილას უმჯობესდება.