დააკავეს ძებნილი, რომელმაც სენაკის მუნიციპალიტეტში, ცივი იარაღით, სამი ადამიანი დაჭრა. შსს-ს თანახმად, განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანებისთვის ბრალდებული ოქტომბრის შემდეგ იძებნებოდა. ის წარსულში ნასამართლევია.
ბრალდებული შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დააკავეს. გამოძიების თანახმად, დანაშაული, სენაკის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, ურთიერთშელაპარაკებას მოჰყვა - ბრალდებულმა სამ ადამიანს ცივი
იარაღით გამოყენებით სხვადასხვა სახის დაზიანება მიაყენა და
შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
პოლიციამ ძებნილი თბილისში დააკავა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე და 120-ე მუხლებით
მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.