თეატრთან დემონსტრაციული "განქორწინების" შემდეგ მის ახალ როლში გადასვლამდე იყო ინტენსიური ჩართულობა პროტესტში და ამ პროტესტის ტრანსფორმაციით უკმაყოფილება, რასაც გურამი "ჟანრის გაუმართლებელ ცვლილებად" მიიჩნევს.
"გამოკითხვაში" თეატრისა და პოლიტიკის გარდა საუბარია ქუჩაზეც, რომელიც გურამის თქმით "რედაქტირებას არ საჭიროებს" და ქალაქზე, როგორც შთაგონების ერთ-ერთ მთავარ სტიმულატორზე. ვლაპარაკობთ სტიმულატორებზეც, რომელსაც თანმიმდევრულ ქმედებებსა და რუტინულ შრომას ვერმიჩვეული საზოგადოება მუდმივად საჭიროებს, როგორც ADHD ტვინი.