პუტინი სი ძინპინს შეხვდა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი. შენჟენი, 2026 წლის 18 ნოემბერი

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ჩინეთის ლიდერ სი ძინპინს შეხვდა. შეხვედრა 18 ნოემბერს გაიმართა ჩინეთის ქალაქ შენჟენში, რომელიც აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრმლობის სამიტს მასპინძლობს.

რუსეთის სახელმწიფო მედიასაშუალებების ცნობით, შეხვედრის დასაწყისში, რომელიც პრესისთვის ღია იყო, პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთ-ჩინეთის ერთობლივი მუშაობა აღმავლობას განიცდის ორივე ხალხის საკეთილდღეოდ, საგარეო პოლიტიკაში კი რუსეთ-ჩინეთის კავშირი სტაბილურად მუშაობს და „კონსტრუქციული მიდგომა აქვთ მსოფლიოს უფრო სამართლიანი მრავალპოლარული მოწყობის ფორმირებისადმი“.

პუტინმა სი ძინპინს „ძვირფასი მეგობარი“ უწოდა.

ჩინეთის ლიდერმა განაცხადა, რომ პეკინი მზად არის რუსეთთან და სხვა ქვეყნებთან ერთად ხელი შეუწყოს აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის კეთილდღეობას.

რაც შეეხება ორმხრივ, ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობებს, მას სი ძინპინმა უწოდა „მთასავით უძრავი“, რომელიც არ ექვემდებარება წუთიერ მსოფლიო კონიუნქტურას და განვითარების ფართო პერსპექტივა აქვს. მისივე განცხადებით, ჩინეთმა და რუსეთმა ხელი უნდა შეუწყონ მრავალპოლარული მსოფლიოს ფორმირებას და საერთაშორისო ურთიერთობების დემოკრატიზაციას.

ასევე ნახეთ

რას მოელიან ტრამპ-პუტინ-სის სამიტისგან - უფრო სიმბოლური, ვიდრე შინაარსიანი?
  • ჩინეთის ქალაქ შენჟენში, აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტის ფარგლებში 19 ნოემბერს დაგეგმილია ჩინეთის, აშშ-ის და რუსეთის ლიდერების შეხვედრაც.


ასევე ნახეთ

ტრამპის, სი ძინპინისა და პუტინის შეხვედრა რუსეთს „ამ ომის გაგრძელებისკენ“ უბიძგებს - სიბიჰა