თუმცა მოსკოვი გიორგი ზურაბაშვილს მაინც მოიხსენიებს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილედ.
- საქართველოს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წლის ომის შემდეგ არ აქვს.
- თბილისი აცხადებს, რომ სპეციალური წარმომადგენლის მანდატის გაფართოება ამ რეალობას არ ცვლის და დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა ოკუპაციის დასრულებამდე შეუძლებელია.
ასევე ნახეთ
„ვიყავი გაოცებული და გაოგნებული“ - ზურაბაშვილის თქმით, რუსეთი ღვინის კიდევ ორი ქართული კომპანიის დასანქცირებას გეგმავს„არა მოადგილე, არამედ წარმომადგენელი“
26 ნოემბერს, როდესაც უპასუხებდა ჟურნალისტების შეკითხვებს შესაძლებლობაზე, მინსკის დიაოლოგის შემდეგ, ორი ქვეყნის წარმომადგენლები ერთმანეთს მოსკოვსა და თბილისში მონაცვლეობით შეხვდნენ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა:
- „ეს შეხვედრები, რა თქმა უნდა, შეიძლება შედგეს მოსკოვსა და თბილისშიც…
- „აქ მთავარია პრინციპების დაცვა. ამ პრინციპების დაცვისთვის განმსაზღვრელი არის, რომ მოსკოვში გაემგზავრება არა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, არამედ პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი“.
„ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურმა იქვე დასძინა, რომ მთავარია, „არცერთმა ჟესტმა ჩრდილი არ უნდა მიაყენოს არაღიარების პოლიტიკას“:
„არც დროშების იქ განთავსება, არც მოსკოვსა და თბილისში შეხვედრების გამართვა არ უპირისპირდება არაღიარების პრინციპს,“ - თქვა მან და დასძინა:
„მოსკოვში ქართული დროშის აფრიალება არის შესანიშნავი მოვლენა“.
ასევე ნახეთ
მამუკა ფიფია ზურაბაშვილის განცხადებით "გაოგნებულია"რა ითქვა თავიდან?
2026 წლის 21 ოქტომბერს, როდესაც ირაკლი კობახიძემ გიორგი ზურაბაშვილი დანიშნა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში სპეციალურ წარმომადგენლად, განაცხადა, რომ არსებულ პოსტსაც შეინარჩუნებდა.
„გიორგი ზურაბაშვილი განაგრძობს პირველი მოადგილის მოვალეობის შესრულებას, თუმცა რუსეთთან ურთიერთობებში ის ჩვენ წარმოგვადგენს როგორც პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში“, - თქვა მაშინაც კობახიძემ.
მან აღნიშნა, რომ პოზიციის შენარჩუნება თავად გიორგი ზურაბაშვილის „თხოვნა იყო“ და მის ამ ინიციატივას ანგარიში გაუწიეს.
ასევე ნახეთ
„რამდენიმე პრაქტიკულ შეთანხმებას მიაღწიეს“ - მოსკოვი გალუზინი-ზურაბაშვილის შეხვედრაზეროგორ მოიხსენიებს ზურაბაშვილს მოსკოვი
19 ნოემბერს ბელარუსის დედაქალაქ მინსკში გალუზინი-ზურაბაშვილის პირველი შეხვედრის შემდეგ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა ცნობა, შემდეგი სათაურით:
„რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მ. ი. გალუზინსა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილე გ. ზურაბაშვილს შორის გამართული შეხვედრის შესახებ“.
სკრინშოტი რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებსაიტიდან
პრესრელიზის ტექსტში კი გიორგი ზურაბაშვილი მოხსენიებულია ორივე სტატუსით – მინისტრის პირველ მოადგილედაც და სპეციალურ წარმომადგენლადაც:
„19 ნოემბერს, მინსკში, რუსეთ-საქართველოს განახლებული პირდაპირი დიალოგის ფარგლებში, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მ. ი. გალუზინი შეხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეს, გ. ზურაბაშვილს“.
ასევე ნახეთ
კობახიძეს მიაჩნია, რომ "დიპ სტეიტს" რუსეთშიც შეიძლება მოსყიდული ჰყავდეს საშუალო რგოლირა ხდება – მოკლედ
- გალუზინი-ზურაბაშვილის პირველი შეხვედრა 19 ნოემბერს მინსკში გაიმართა;
- გალუზინმა ქართული კომპანიების წინააღმდეგ რუსეთის შეზღუდვების მიზეზებად ღვინის ხარისხი, უკრაინის სასარგებლოდ ომის დაფინანსება და ანტირუსული საქმიანობა დაასახელა, – ზურაბაშვილმა ეს უარყო.
- 26 ნოემბერს ირაკლი კობახიძემ გალუზინის არგუმენტებს „აბსურდი“ უწოდა და განაცხადა, რომ თბილისი კომპანიებისთვის შეზღუდვების სრულად მოხსნას ელოდა.
- კობახიძემ თქვა, რომ არ გამორიცხავს, რუსეთში მოლაპარაკებების პროცესზე „დიპ სტეიტის“ გავლენით საშუალო რგოლის წარმომადგენლები მოსყიდულები იყვნენ.
- მანამდე, 20 ნოემბერს, საგარეო მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა თქვა, რომ რუსეთთან „საუბრის შიში უნდა დავძლიოთ“ – „არ არის არაფერი საშიში იმაში, როდესაც ესაუბრები მას, ვისთანაც გაქვს პრობლემები“.
ასევე ნახეთ
საგარეო მინისტრი გალუზინი-ზურაბაშვილის შეხვედრაზე: უნდა დავძლიოთ საუბრის შიშიზურაბაშვილის ახალ პოზიციაზე დანიშვნა 21 ოქტომბერს გამოაცხადეს. იქვე გაირკვა, რომ პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის მანდატს დაემატა „რუსეთის ფედერაციასთან კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება“. ეს სიახლე ექსპერტებმა გააკრიტიკეს.
- „საქართველოს დიპლომატთა საზოგადოება“ საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილისთვის რუსეთთან მოლაპარაკების მინდობას „დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ერთგვარ ფორმად“ მიიჩნევს.
- ანალიტიკოსმა გიორგი მელაშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ, ვიდრე მოსკოვს ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში „საელჩოები“ აქვს გახსნილი, რუსეთთან ამ დონეზე პირდაპირი ურთიერთობის დაწყება საქართველოს არაღიარების პოლიტიკას აზიანებს.
ასევე ნახეთ
რუსეთ-საქართველოს დიალოგი მინსკში - ერთი შეხვედრა, ორი შეჯამებათბილისთან ოფიციალური არხით ურთიერთობის მიღმა, მოსკოვში გაააქტიურდნენ პრორუსულად განწყობილი ქართველი პოლიტიკოსები, რომლებიც დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას ლობირებენ.
- 2026 წლის 28 ოქტომბერს მოსკოვში ოთარ რომანოვ-ფარცხალაძემ, მამუკა ფიფიამ, დავით ცეცხლაძემ და სხვებმა დააარსეს ფონდი „რუსთა და ქართველთა ერთობა“;
- რუსეთის საგარეო უწყების სპიკერმა მარია ზახაროვამ ფონდის დაარსება დადებითად შეაფასა და მას მხარდაჭერა აღუთქვა.