ედუარდ კოკოითი უგო ჩავესს ცხინვალში ეპატიჟება

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი ვენესუელის პრეზიდენტს ცხინვალში ეპატიჟება. უგო ჩავესისთვის მიწვევის გადაცემა ედუარდ კოკოითიმ ცხინვალში დღევანდელი შეხვედრისას სთხოვა ვენესუელის მიერ ელჩად დანიშნულ უგო ხოსე გარსია ერნანდესს. კოკოითის განცხადებით, სამხრეთ ოსეთის და ვენესუელის გეოგრაფიული სიშორე მათ მეგობრობას და პარტნიორობას ხელს არ უშლის და ისინი თანამშრომლობას ეკონომიკისა და საბანკო სფეროებში აპირებენ.